ველურ ბუნებაში გადარჩენა შეიძლება რთული აღმოჩნდეს – განსაკუთრებით, თუ უფრო პატარა ან უფრო ნელი ხართ, ვიდრე თქვენი შესაძლო მოწინააღმდეგე-მტაცებელი. ამიტომაც ცხოველთა მრავალმა სახეობამ ევოლუციის პროცესში შენიღბვის, ე.წ. „კამუფლაჟის“ (მიმიკრიის), სხვადასხვა საშუალება განავითარა.
კამუფლაჟის საშუალებები ძირითადად სამი ფაქტორის მიხედვით განსხვავდება: ცხოველის ფიზიოლოგია და ქცევა, მტაცებლის ფიზიოლოგია და ქცევა და გარემო, რომელშიც ცხოვრობს ცხოველი და ნადირობს საკვების მოსაპოვებლად. გარემოსთან შერევა ყველაზე გავრცელებული მიდგომაა.
ბუნებრივი შერჩევა აქაც თამაშობს თავის როლს: იმის გამო, რომ ცხოველის კამუფლაჟის საშუალება გენეტიკურად განისაზღვრება, ყოველი ახალი თაობა უკეთესად ერგება გარემოს. როგორც წესი, ცხოველი ახდენს თავისი ბუნებრივი გარემოს შეფერილობის იმიტაციას, თუმცა, ცნობილია, რომ ზოგიერთ სახეობას აქვს თავისი შეფერილობის კორექტირების უნარი. ყველაზე გავრცელებული მაგალითია ქამელეონი, თუმცა ზოგიერთმა ბეწვიანმა ცხოველმა და ფრინველმა შეიძლება მთლიანად დაკარგოს ბუმბული და ბეწვი და ახალი სეზონისთვის ახალი ბუმბულითა და ბეწვით შეიმოსოს.
საოცარია, მაგრამ ზოგჯერ კამუფლაჟის საუკეთესო საშუალებაა ჯოგთან ერთად სიარული: მაგალითად, როდესაც ლომი ზებრების ჯგუფს ჩაუვლის, ის მხოლოდ დიდ ზოლიან მასას ხედავს. ზოგიერთი თევზი, რომელიც ღია ფერის ვერტიკალური ზოლებითაა დაფარული, შეიძლება თვალსაჩინო იყოს მარტო ყოფნისას, მაგრამ თუ ამ თევზების დიდი ჯგუფი მიცურავს, მტაცებელი დაინახავს დაუდგენელი ფორმის ფერად ბუშტს.
ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, წარმოგიდგენთ ცხოველების კამუფლაჟის 25 საოცარ მაგალითს. შესძლებთ ყველა ცხოველის პოვნას?
- ბუ

- ბრტყელკუდა გეკონი


- თეთრი გნოლი

- გომბეშო

- პეპლის მუხლუხო

- ზღვის ცხენთევზა

- ობობა

- მუხლუხო

- მოჩვენებისებრი ჩხირულა

- ხის ნაცრისფერი ბაყაყი


- ბუ

- ჩხირულა

- წინწკლებიანი კამბალა

- ბუმბერაზი უფეხურა
ფოტო: boredpanda
Discussion about this post