ცოტა ხნის წინ სოც. ქსელში გავრცელდა ვიდეო სადაც ჩანს თუ როგორ გადმოვარდა თამო ვაშალომიძე თივის ზვინიდან.
სიშიშვლე და თამამი გადაწყვეტილებები მისთვის უცხო არ არის, ამიტომაც ის ყვითელი ჟურნალების ფურცლებზე მუდმივად არის და დიდი რეიტინგითაც გამოირჩევა. არ ერიდება ექსპერიმენტებს და არაორდინალური იდეები თავში ხშირად მოსდის ხოლმე, არც განხორციელებისგან იკავებს თავს და საზოგადოებას სხვებისგან განსხვავებით, ხშირად სთავაზობს გამორჩეულ ფოტოსესიებს, ისეთებს, როგორსაც ბევრი ვერ ბედავს ან უბრალოდ სურვილი არ აქვს. ამჯერად, თამო ვაშალომიძემ გუდაურის მთების დაპყრობა გადაწყვიტა და ზამთრის ცივი დღეების გატარებაც მზის სხივების ფონზე შიშველი სხეულის დემონსტრირებით სცადა. არც თხილამურზე სრიალი იცის და არც სნოუბორდზე, თუმცა მისი თქმით, სექსუალური სპორტსმენის ამპლუაში ყოფნა საზოგადოებისთვის საინტერესო სანახავი იქნება.
ამასთან შეგახენებთ, რომ მოდელი თამო ვაშალომიძე დედა გახდა. ქალიშვილს სოფია დაარქვეს. თამო ბავშვის მამის ვინაობას ისევ არ ამხელს. „როცა რომანი მქონდა და ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობდი, მავანმა და მავანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბედნიერი არ ვყოფილიყავი. მის მერე გადავწყვიტე, ჩუმად ვიყო. ბედნიერი ვარ და ეს მომწონს“, – მითხრა ინტერვიუს დროს მოდელმა. ერთი თვეც არ არის, რაც თამომ ანა კალანდაძის ქუჩაზე ბინა შეიძინა. ამბობს, რომ ბინა მან და მისმა საქმრომ ერთად იყიდეს. სწორედ ახალ ბინაში გვიმასპინძლა ჩემმა რესპონდენტმა.
თამო ვაშალომიძე გადაღების დროს წაიქცა
Gepostet von მთავარი არხის გულშემატკივრები am Dienstag, 3. September 2019
Discussion about this post