სიყვარული არასდროს ქრება ერთიანად, ის ნელნელა, ეტაპობრივად იღუპება. ამ ისტორიაში ერთი მამაკაცის მაგალითზე ნახავთ მკაცრ გაფრთხილებას, რომ ოჯახი თავისით არ ვითარდება. მის ისტორიას უცვლელად გთავაზობთ:
დაახლოებით 2 წლის წინ ცოლი მივატოვე, რადგან გავიცანი სხვა ქალი, რომელიც მასზე ლამაზი, გამხდარი, ახალგაზრდა და მომხიბვლელი იყო. როცა მარტო ვიყავით ლამის ჭკუიდან მშლიდა. ეს გოგო ჩემი თანამშრომელი იყო. ეტაპობრივად დავუახლოვდი. ვიტყვი, რომ გაუაზრებლად არ მიღალატია, უბრალოდ ვხედავდი, რომ ეს გოგო იყო ნამდვილი მომხიბვლელი ანგელოზი, მაშინ როდესაც სახლში მელოდებოდა ქალი, რომელსაც ყველანაირად დაეკარგა მომხიბვლელობა.
ბოლო პერიოდში ის ძალიან გასუქდა. დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვაჩნევდი ღიმილს მის სახეზე. არ ისწორებდა თმებს, ატარებდა უცნაურ ძველ სამოსს. ფრჩხილებზეც კი აღარ ისვავდა ლაქს და მასში საერთოდ ვეღარ ვამჩნევდი ქალს, რომელიც ოდესღაც გავიცანი.
საშინლად ვგრძნობდი თავს. ვიცოდი არასწორი იყო რასაც ვაკეთებდი, მაგრამ არ შემეძლო სხვანაირად. დაახლოებით 2 წლის თავზე მოულოდნელად შევხვდი ჩემს ცოლს. როცა დავინახე გავოცდი, ყბა ჩამომივარდა.

შევხედე ჩემს ყოფილ ცოლს და დავინახე სრულიად სხვა ადამიანი. გამხდარი და უმშვენიერესი, ცისფერი კაბითი, თმებით მხრებზე.. დანახვისთანავე მივხვდი, რომ მე სულელი, ისევ ძალიან შეყვარებული ვიყავი.
ვერ ვხვდები ეს როგორ მოხდა. მაგრამ როცა ყველაფერზე დავფიქრდი, გავიაზრე, რომ იმდენად იყო დაკავებული საოჯახო საქმეებით, ბავშვების მოვლით, ჩემით, რომ საკუთარი თავი საერთოდ დაავიწყდა.
მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყურებოდა თვითონ, არასდროს ყოფილა, რომ სახლი დაულაგებელი ყოფილიყო. არასდროს ყოფილა ვახშამი არ დამხვედროდა ან ჩემი ტანისამოსი სუფთა და დაუთოვებული არ ყოფილიყო, ისევე როგორც ბავშვების და ჩენს გარდა უვლიდა მოხუც ბებიაჩემს, რომელსაც გადაადგილება თითქმის არ შეეძლო.
იქნებ ძალიან უნდოდა და ცდილობდა. იქნებ მე ვერ დავაფასე?
გთხოვთ აუციელებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
Discussion about this post