სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობმა, ქეთი ხუციშვილმა (ლუნა), ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.
როგორც მსაიობი სოციალურ ქსელში წერს, მას ბავშვობაში, თავის მოუსვენრობისგან გამოწვეული ტრამვების გამო, კეხი განუვითადა. ქეთი ხუციშვილის თქმით, ის არასოდეს იფიქრებდა ცხვირის რინოპლასტიკის გაკეთებას კონკრეტული ქირურგი რომ არ აღმოეჩინა.
“ბავშვობაში ჩემი საყვარელი გასართობი იყო კიბეზე თავით დაშვება და საერთოდ ყველანაირი აქტივობა რაც ბოლოს ჩემი ღრიალით მთავრდებოდა. ერთ-ერთი ესეთი ეპიზოდი ჩემ ცხვირზე კეხად ამოიზარდა. მე ჯიუტი და პრინციპული ბავშვი ვიყავი და არც მერე მითქვამს უარი ესეთ გასართობებზე. პოლიკლინიკა ჩემი კორპუსის პირველ სართულზე იყო და რა მენაღვლებოდა, გიჟდებოდნენ ჩემზე. აი ჩვენი გოგო მოვიდაო და მეც ხან თავპირაბინტული ამოვყავდით სახლში, ხან ლავიწშეხვეული, ხან კოჭამობრუნებული.
Discussion about this post