სალომე ქემაშვილის მეგობარი სოციალურ ქსელში სალომეს ემოციურ პოსტს აზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
მინდა დავბრუნდე დროში, როცა “WALT DISNEY” ჩემთვის საოცნებო იყო.. . როცა არ არსებობდა მწუხარება, დარდი , ტკივილი… სუფევდა მხოლოდ სიხაული და ბევრი, ბევრი სიცილი… ჩვენ ვერ ვამჩნევთ იმას,რასაც ფეხით ვთელავთ….მაგრამ მაინც გვავიწყდება ცაში ახედვა… მილიონ სიტყვას ვამბობთ,მაგრამ მთავარის თქმა ყოველთვის გვიჭირს…”ასობით ადამიანს ვხვდებით მაშინ , როცა გვენატრება მხოლოდ ერთი…ხელებს ჯიბეებში ვიწყობთ,როდესაც ხელის ჩაკიდება გვსურს….ვუსმენთ მუსიკას,როდესაც გვეშინია სიჩუმის… “
. . . მთელი ცხოვრება მოლოდინია, ადამიანი სულ რაღაცას ელის. . . რაღაცას ან ვიღაცას ეძებს… შეიძლება, ის რაღაც იქვე ჰქონდეს, მაგრამ ვერც ამჩნევდეს, რადგან მას იმედი აქვს, რომ უფრო უკეთესს იპოვის . . !
. . . არ მინდა ამ ქალაქში, სადაც ცა ნაცრისფერია და სადაც ყოჩივარდებს ოც თეთრად ყიდიან, სადაც ყოჩივარდებს ოც თეთრად ყიდულობენ და ისე აჭკნობენ, რომ ვერც კი ხვდებიან, რომ ყოჩივარდების გარეშე გაზაფხული ვერ მოვიდოდა. . .
,,ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი სიტყვები უთქმელი დაგვრჩეს!!!”
Discussion about this post