თუ დიდხანს არ გეძინებათ ან ღამე გეღვიძებათ და 20 წუთი მაინც არ გეძინებათ, ძილის ხარისხის გამოსასწორებლად გარკვეულ ქმედებებს უნდა გადაეჩვიოთ.
ეკრანის ყურება დაძინებამდე
ტვინს ძილისთვის მოსამზადებლად დამამშვიდებელი აქტივობა სჭირდება. ტელევიზორი ამ დროს ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს მასზე. დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე წაიკითხეთ წიგნი ან მიიღეთ აბაზანა.
ბევრის მირთმევა ძილის წინ
უმჯობესია თუ დაძინებამდე 3 საათის მანძილზე დიდ პორციებს არ შეჭამთ.
მოუწესრიგებელი საძინებელი
გარშემო ქაოსი ტვინზე უარყოფითად მოქმედებს და საჭიროა საძინებელში დამამშვიდებელი ატმოსფერო შექმნათ.
არეული ძილის რეჟიმი
თუ მუდამ სხვადასხვა დროს წვებით, ორგანიზმი იბნევა და ერთ პერიოდს ვერ ეჩვევა.
Discussion about this post