“მისტერ ვალენტინის” მონაწილე თორნიკე ტყემალაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ძმის შესახებ წერს.
“ჩემო ერთადერთო და განსაკუთრებულო, ჩემო პატარა ძმაო, გთხოვ, მაპატიო ყველაფერი. არ მინდა ტირილი, რადგან შენთან ერთად ყოფნა ყოველთვის პოზიტიური და სასაცილო იყო… გთხოვ, მაპატიო ეს ყველაფერი, შენმა დიდმა ძმამ ვერ დაგიცვა, ეს სინანული კი შენთან შეხვედრამდე გამყვება… იმედი მაქვს, შევხვდებით კიდევ… მანამდე კი, მინდა გითხრა მიყვარხარ და სულ ვიამაყებ შენით” – წერს თორნიკე ტყემალაძე.
გურამიშვილის გამზირზე უბედური შემთხვევა 24 ივლისს მოხდა. მოკლულები შალვა ტყემალაძე და გურამ კოღუა არიან. ოჯახის ახლობლების თქმით, ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ.
ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ ორ ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთის მიხედვით, ახალგაზრდები უცნობმა პირმა მაყუჩიანი იარაღით დახოცა და ტერიტორია კორპუსის უკანა ეზოდს გავლით დატოვა. მეორე ვერსიით კი, ბინაში მყოფი ორი ბიჭიდან იარაღი ერთ-ერთს გაუვარდა, მეგობრის გარდაცვალების შემდეგ კი ბიჭმა თავი მოიკლა. აღსანიშმავია, რომ სამართალდამცავებს მკვლელობის იარაღი შემთხვევის ადგილზე დახვდათ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
Discussion about this post