„სოლიდარობის ფონდმა“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წარმატებული ქართველი დიზაინერი, მარიამ გვასალია ფონდის საქმიანობას მხარდაჭერას უცხადებს.
“რომ გავიგე, რომ ჩემი დიაგნოზი იყო სიმსივნე, არ ვიცი, რამდენად ადეკვატური რეაქცია მქონდა. მგონი, ვერც აღვიქვი კარგად, იმდენად მოულოდნელი იყო. ძალიან რთული პერიოდი უნდა გაიარო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოთმინებით და გაგებით მოეკიდო, პროცესი გაიწელება, არ იქნება მარტივი, იქნება დამღლელი და მტკივნეული.
ყველაზე რთულია, როცა ამის გადატანა ბავშვებს უწევთ. ყველაზე დიდი ტრავმა მშობლებისთვისაა. ყველაზე მნიშვნელოვანი, სამწუხაროდ, არის ფინანსური მხარე. რაც უნდა ემოციურად მდგრადი იყო და კარგი ექიმების ხელში აღმოჩნდე, თუ ფინანსური მხარე არ იქნება გამართული, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდე.
ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების სოლიდარობა, რომ არც ერთი მშობელი არ ჩავარდეს გამოუვალ მდგომარეობაში. ყველას შეგვიძლია ვიყოთ ქველმოქმედები…” – ამბობს მარიამი.
მარიამ გვასალია „სოლიდარობის ფონდისთვის“
მარიამ გვასალია „სოლიდარობის ფონდისთვის“გაუზიარე გამოცდილება#სიკეთეგადამდებია
Gepostet von სოლიდარობის ფონდი / Solidarity Fund am Mittwoch, 17. Juli 2019
Discussion about this post