ნანუკა ჟორჟოლიანი იუნტერნეტსივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ნაჩვენებია, რომ რუსტავი ორსი მისი ხელფასი რამდენიმე ათეული ათასია:
“ჩემი ანაზღაურება რ2-ში არ ცდება 10.ათას ლარს:) ღლეებო. გადაცემას დანამატი ეძლევა იმ შემთხვევაში თუ მე, ნანუკას მიმაქვს რეკლამა არხზე. ანუ, იქეთ შემაქვს ფული ტელევიზიაში მაგ შემთხვევაში გვერიცხება 50% მიტანილი რეკლამიდან და ჩემი 50% იყოფა ნანუკას შოუს თანამშრომლებზე. ეს რ2 პრაქტიკაა. სხვა გადაცემებიც თუ მიიტანენ არხზე რეკლამას მათაც ეძლევათ 50%.
ეს ციფრები რომელიც გამოფინეთ მიუხედავად იმისა რომ რეალობას არ ასახავს შთამბეჭდავია და მაგ ციფრს აკლია ჩემი შემოსავალი სოციალური ქსელიდან , ინტეგრირებიდან და ასევე ინდივიდუალური მომსახურეობიდან ❤️ ასეა, როცა სოციალურ ქსელში მილიონობით გამომწერი გყავს და ინტეგრირებული რეკლამა იმდენი გაქვს რომ ხანდახან უარსაც ამბობ შემოსავალიც დიდი გაქვს. თქვენსავით სახელმწიფო სამსახურში არ ვმუშაობ და სხვების ფულს არ ვიპარავ. ვშრომობ 17 წლიდან და ვიღებ შესაბამისს ანაზღაურებასაც.”
“სინამდვილეში, ყველაზე დიდი ხელფასი რომელიც დაერიცხა ჩემს ცხოვრებას ეს გოგოა. იმედია ის რომ წამოიზრდება, პრემიად აისახება ცხოვრების ანგარიშზე.” – წერს ნანუკა და საკუთარი შვილის ფოტოს აქვეყნებს.
ჩემი ანაზღაურება რ2-ში არ ცდება 10.ათას ლარს:) ღლეებო. გადაცემას დანამატი ეძლევა იმ შემთხვევაში თუ მე, ნანუკას მიმაქვს…
Gepostet von Nanuka Zhorzholiani am Dienstag, 9. Juli 2019
Discussion about this post