ფაქტს მოჰყვა, რომ მათი დიდ ნაწილს მიაჩნია, გოგონას ასაკთან შეუსაბამო სამომსი აცვია, რაც შესაძლოა, პატარა გოგონასთვის საფრთხის შემცველი იყოს.
კითხვაზე: შეიცავს თუ არა აღნიშნული კადრები ბავშვთა უფლებების დარღვევის ან დანაშაულის ნიშნებს? შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ „გავრცელებული ინფორმაცია არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა ცნობიერების ამაღლება მსგავსი ვიდეოების საფრთხეებთან და ბავშვის განვითარების რისკებთან დაკავშირებით საჭიროებს განზოგადებას და ხანგრძლივვადიან მულტიდისციპლინურ მუშაობას, რომელშიც ჩართული უნდა იყოს როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ამ მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი გეგმავს ქეის-კონფერენციას შესაბამისი უწყებების ჩართულობითა და მონაწილეობით”, – უთხრეს “პალიტრავიდეოს” შსს-ში.
Discussion about this post