ნუკი კოშკელიშვილმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა. გოგონას ცეკვის ვიდეოს ათეულობით ათასი ნახვა და უამრავი მოწონება აქვს.
ნუკი კოშკელიშვილი დაიბადა 1990 წლის 9 ივნისს. ნუკის კარიერა ”მის საქართველოდან” დაიწყო. მერე იმედის ”დილის” ეთერში მოხვდა, სერიალ ”კლინიკაში” გადაიღეს… მსახიობ და ტელეწამყვან ნუკი კოშკელიშვილის ბიოგრაფია საკმაოდ დატვირთულია. შრომისმოყვარე ადამიანია, პოპულარობა ხიბლავს და საქმე რომელსაც ახლა აკეთებს, ძალიან უყვარს…
ფოტომოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, თუმცა საქართველოს წელიწადში რამდენჯერმე მაინც სტუმრობს. ნუკიმ ძველით ახალი წელი სწორედ სამშობლოში გაატარა, საყვარელი მეუღლის გარეშე და ჭორებიც აგორდა. როგორც მოგვიანებით ტელეწამყვანმა განმარტა ბენმა სამსახურის გამო ვერ მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა, წყვილი არ დაშორებულა და მსგავს არც არაფერს გეგმავენ. ჭორები მიწყდა, თუმცა მალევე განახლდა, რადგან ფოტოების მოყვარულმა ნუკიმ სოციალურ ქსელში ბენთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო არ განათავსა. ეს ყველაფერი კი უბრალოდ ჭორები აღმოჩნდა, ბენი “ინსტაგრამის” გვერდზე მეუღლის არაერთ ფოტოს აქვეყნებს, როგორც მარტო გადაღებულს, ასევე ერთად და საკმაოდ ვნებიანსაც. ასე რომ წყვილი კვლავ ერთადაა და ჭორები უსაფუძვლოა. ცოლ-ქმარს ძალიან უნდა შვილები, თუმცა ჯერ ერთად ყოფნით ტკბებიან. ბენი საქართველოს მეორე სამშობლოდ მოიხსენიებს. ნუკი კი თავის დამკვიდრებას ამერკაში ცდილობს.
Discussion about this post