ახალი დეტალები ირკვევა კასპის რაიონის სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანი დედის საქმეზე. დახურულ სხდომაზე არასრულწლოვანმა დედამ მკვლელობის მოტივად საკუთარ მშობელზე ანგარიშსწორება დაასახელა.
“ვინაიდან სასამართლოზე დახურული სხდომები იმართება, ჩვენ ვერ ვესწრებით, მაგრამ გამოჟონილი ინფორმაციით, ბავშვის დედამ მკვლელობის მოტივად საკუთარი დედის გამწარება დაასახელა.
მკველობაში ბრალდებული 16 წლის გოგონას მშობელი კი ამბობს, რომ ის კარგი დედა იყო და შვილს უშლიდა იმას, რაც მისაღები არ არის. სასამართლოზე მის უფლებებს სახაზინო ადვოკატი იცავდა. ახლა ოჯახმა სხვა ადვოკატი აიყვანა, საქმეში ორი არასამთავრობო ორგანიზაციაც ჩაერთო”, – ამბობს ოჯახის ახლობელი.
დანაშაული 21 მაისის გამთენიისას მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, 16 წლის გოგომ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.
Discussion about this post