იცოდეთ, რომ არსებობს დამალული დეტალები, რომლებიც ხშირად მოუწესრიგებლად წარმოგვაჩენენ და მათზე ჩვენით ყურადღებას არ ვამახვილებთ.
თმისამაგრი ხელზე – იცოდეთ რომ ეს დეტალი მთელს თქვენს იმიჯს აფუჭებს. ის არაა სამკაული ან საათი, ამიტომაც უნდა იყოს თავზე ან ჩანთაში და არა თქვენს ხელზე.
“დაბზარული” ტუჩები – ხშირად ის ქმნის შთაბეჭდილებას, რომ 15 წლის ხართ და ახლახანს სიცივეში გაკოცეს. გამოიყენეთ დამატენიანებელი ტუჩის ბალზამი ან სპეციალური მოვლის საშუალებები. ტუჩსაცხის ქვეშ წაისვით უფერული ტუჩსაცხი.
ტანსაცმლის მუდმივი შემოწმება – ეს გარშემომყოფებს აფიქრებინებთ, რომ არასწორი ზომა გაცვიათ და თავს არაკომფორტულად გრძნობთ.
გაყოფილი თმის ბოლოები – გაყოფილი თმის ბოლოები ხშირად მთელს თქვენ ვარცხნილობას აფუჭებს, ამიტომაც, იცოდეთ, რომ აუცილებლად მოიჭერით. ძირითად შემთხვევებში ეს მთელ თქვენს იმიჯს აზიანებს.
Discussion about this post