ექსკურსიის დროს, ლაგოდეხის ნაკრძალში, ტრაგიკულად დაღუპული სოფი ნიკოლეიშვილის დედა, მიმართავს რეინჯერს, რომელმაც გოგონას ცხედარი ჩანჩქერიდან ამოიყვანა. “მადლობა შალვა, შვილო, ჩემი სოფის გარეშე რომ არ დამტოვე..რომ თავი გადადე მისი ამოსაყვანად იმ სასტიკი და დაუნდობელი ადგილიდან“.
გარდაცვლილის დედის თქმით, „როცა ძებნა 24 საათი მიმდინარეობდა,იმედი გადაწურული ჰქონდა დ ა არც ის იცოდა შეძლებდა თუ არა საკუთარი შვილის ცხედრის დატირებას… „შენ შეუძლებელი შეძელი შვილო. არავინ გავალებდა და შენი გულისტკივილით და თავგანწირვით ამომიყვანე სოფი ჯურღმულიდან. დაგლოცოს ყველანაირმა კეთილმა ძალებმა. იხარე ასეთი ვაჟკაცობისათვის. დასაფლავების დღეს ჩამოსულხარ შენივე ინიციატივით .ეს გვიან გავიგე დედი…მადლიერება ხალხო ამ ადამიანს,რომლისთვისაც სხვისი ჭირი უცხო არ არის და არც ეს ყოფილა პირველი შემთხვევა. აი,ვის უნდა უძღვნიდნენ გადაცემებს რადიო-ტელევიზია თუ ბეჭდვითი მედია უთმობდეს ადგილს.“
ბიჭი რომელზეც, ექსკურსიის დროს ტრაგიკულად დაღუპული დედა მადლობას უხდის, შალვა გელაშვილია.25 წლის ვაჟკაცი, ლაგოდეხის მკვიდრი. „ოდესმე ჩაგიკრავ შვილო გულშ” – წერს ლანა ნიკოლეიშვილი.
Discussion about this post