ვის ეხალისება დაუთოვება? განსაკუთრებით სიცხეში.. წინამდებარე პოსტში შემოგთავაზებთ 6 საშუალებას, რომელიც დაგვეხმარება, ჩვენი ტანსაცმელი დაუთოვებულივით, მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს:
- გამოიყენეთ ყინულის კუბიკები
შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს ამართლებს – მოათავსეთ გასაუთოვებელი ტანსაცმელი საშრობში ყინულის ნატეხებთან ერთად და ჩართეთ საშრობი მაღალ ტემპერატურაზე. ყინული დნობას და აორთქლებას დაიწყებს და ტანსაცმელი გაუთოვებულივით გლუვი გახდება. ცადეთ ეს მეთოდი და მის ეფექტურობაში მალევე დარწმუნდებით.
- თმის უთოს გამოყენება
გამოიყენეთ თმის უთო პერანგის საყელოს გასამტკიცინებლად, ან ბლუზაზე ნაოჭების გასასწორებლად. თქვენ მალევე დარწმუნდებით, რომ ეს მეთოდი ძალიან კარგ შედეგს მოგცემთ.
- თმის ფენი
იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ უთო, ეს პრობლემა არ არის. შეგიძლიათ ტანსაცმელი ფენის ცხელი ჰაერით გაასწოროთ. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ფენი ტანსაცმლიდან დაახლოებით ორ სანტიმეტრზე დაიკავოთ, რათა არ დააზიანოთ.
- ორთქლის გამოყენება
ეს მეთოდი საუკეთესოდ მუშაობს მცირე ნაოჭებზე. სანამ ჩაის მიირთმევთ, აადუღეთ წყალი ქვაბით. როდესაც ადუღდება, ტანსაცმლის პრობლემური ადგილი ორთქლიდან 10 -15 სანტიმეტრის დაშორებით დაიკავეთ. პრობლემა ძალიან სწრაფად მოგვარდება.
- დაახვიეთ ტანსაცმელი
მოათავსეთ თქვენი გასაუთოვებელი სამოსი გლუვ ზედაპირზე. გაასწორეთ ნაკეცები, შემდეგ მჭიდროდ გადაახვიეთ და მოათავსეთ სამოსი ლეიბის ქვეშ დაახლოებით 15-30 წუთის განმავლობაში. ეს საშუალებას მოგცემთ თქვენი სამოსი ისე გამოიყურებოდეს, როგორც ახალი დაუთოვებული.
- შხაპის ორთქლი
იმ შემთხვე ვაში თუ მოგზაურობთ და უთო არ გაქვთ, შეგიძლიათ მოიქცეთ შემდეგნაირად: დახურეთ საშხაპის კარები და ფანჯარა. მოუშვით ცხელი წყალი და დაკიდეთ თქვენი სამოსი დაორთქლილ საშაპეში, სადაც წყალი ვერ მისწვდება. 15 წუთში, სანამ თქვენ თქვენს საქმეს მოაგვარებთ, ტანსაცმელი მოწესრიგებული იქნება.
Discussion about this post