გურამიშვილის გამზირზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მეზობლებისთვის დღეს დილიდან ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი „პრაიმტაიმთან“ საუბარში კატეგორიულად უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილები ძმები არიან. მისი თქმით, ბიჭები ერთმანეთის მეგობრები იყვნენ – შაკო ტყემალაძე და გურამ კოღუა.
მეზობლის ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი ბინაში იქნა ნაპოვნი. „ამბობენ, ერთ-ერთ მათგანს იარაღი შემთხვევით გაუვარდა და მეგობარი მოკლა, ამის შემდეგ კი იგივე იარაღით თავი მოიკლაო“, – ყვება ადგილობრივი მცხობვრები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით ამ ვერსიას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, თუმცა განგვიმარტეს, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით მიმდინარეობს და შესაბამისად ყველა ვერსიას განიხილავს.
Discussion about this post