რუსთავში, VII მიკრორაიონში 27 წლის მამაკაცმა თავი საკუთარი ბაღის ეზოში ჩამოიხრჩო.
როგორც “ინფო რუსთავს” გარდაცვლილის ნათესავმა განუცხადა მამაკაცი გუშინ საღამოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მოგვიანებით კი მათ დაემშვიდობა და თავის ბაღში ჩავიდა, მისივე ცნობით გარდაცვლილი დილით დედამ ბაღში ჩამომხრჩვალი იპოვნა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სუიციდის მიზეზი. ახალგაზრდა ბიჭი დედამ იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Discussion about this post