სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ეს არის საგანგაშო სიტუაცია,სექტა,მაფია…და ყოველგვარი მარაზმი!! მოკლედ,საკმარისი იყო ჩემს ახლობელ ადამიანს,რომელსაც ინტერნეტთან და უძრავი ქონების საიტებთან კომუნიკაციის საშუალება და გამოცდილება არა აქვს ჩემთვის ეთხოვა დიდი დიღმის ტერიტორიაზე იქნებ ამა და ამ ფასში საიტზე რაიმე სახლი მინახოო….რომ შევეჯახე იმდენ ფარსს,ავანტიურას მაკლერებისგან და საიტების მხრიდან რომ შეიძლება ადამიანი დაავადონ.ოღონდ მართლა.
უპირველესად….საიტები თაღლითურად,ხალხის სატყუარად და მისაზიდად,გადაგდებული ანკესივით გამოტენილი აქვთ “მკვდარი”,”ფეიკი”,თვეების და წლების წინ გაყიდული სახლებით.მათ შეგნებულად არ შლიან,რადგან წამოაგონ მყიდველი ანკესზე და მიიზიდონ ლამაზი სურათებით და განცხადებებით.რეკავ…ჯერ საათობით არ გპასუხობენ,მერე ქუდზე კაცი,მოლაპარაკებულებივით….ვითომ ტრანსპორტშია,ვითომ შეხვედრაზეა…მთხოვენ სახლის ID-ს,რომელიც უკვე მშვენივრად იციან რომ წლების წინ გაყიდულია…ურცხვად გატყუებენ რომ მივლენ ოფისში და გადაამოწმებენ მოცემულ ობიექტს….
და მერე გეუბნებიან რომ “უი,გაყიდულა” ან”გადაიფიქრეს გაყიდვა”ან “პატრონს ვეღარ ვუკავშირდებით” და ცდილობენ სასწრაფოდ ერთმანეთს ურეკონ,სახელდახელოდ რაიმე ნაგავი ობიექტები მოიპოვონ და გატენონ.გაჭრან ყურებზე ხახვი რომ ადგილიც მაგარია და ფასიც მისაღები.საიტი,სადაც 10 ბინიდან 9ზე გეუბნებიან რომ უკვე გაყიდულია და მაინც თვეობით პრინციპულად არ იღებენ განცხადებას…..რისი ღირსია ასეთი საიტის ხელმძღვანელობა?? ეს კი არა….place.ge ზე იმ დღეს,ჩემი 5წლის წინ ნაყიდი სახლი ისევ ედოთ და თან თარიღსაც აახლებდნენ რომ ის ვითომ 3დღის წინ დაიდო.ასეთი ურცხვი,თაღლითური სქემა და მუშაობის “Полный Произвол”,…..მაქვს გამოცდილება და არც ერთ ქვეყანაში არ მეგულება!!! სრულიად ადამიანების ბუნებაზე და მათი წუთიერი იმედების გასაცრუებლად მომართული მაზოხისტები და ავადმყოფები!!!
თან უმეტესობა უხეშები,არაკომუნიკაბელურები,ავანტიურისტები.ამასთან….რეკავენ მესაკუთრეებთან…ატყუებენ რომ რეალური კლიენტები ჰყავთ,ძალით ითანხმებენ თანამშრომლობაზე და შემდგომ მის ბინას 5-10 ათასი დოლარით ძვირად ავრცელებენ.ერთი და იგივე ბინას ხშირად ნახავთ სხვადასხვა ან თუნდაც ერთსა და იმავე საიტზე 5-10 ათასი დოლარის ცდომილებით სხვადასხვა ძვირ ფასებში და მოკლედ….საწყალმა მომხმარებელი,უნდა იოცნებოს რომ სადმე საქმე.ჯი ზე ,”ჯეკ პოტივით”ვიღაც ალალი მესაკუთრე დადებს “ორიგინალ”განცხადებას.ასევე…აშანტაჟებენ მყიდველს რომ ჩქარა გადაწყვიტოს ყიდვა,თორემ აგერ ვიღაც გამოგონილი პეტრე თუ პავლე “ყველაფერს იხევს” იმავე ბინაზე, თანხაც ხელზე აქვს და თუ დღეს ან ხვალ არ იყიდი…ის აგართმევს.
ვფიქრობ შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ მათი თაღლითური სქემები,ისინი გამოაშკარაონ.საიტები “დაულუქონ” და მათი საქმიანობა საზოგადოებისთვოს გამჭვირვალე გახადონ.Myclient.ge,Place.ge,Makler.ge,Mymakler.ge,eqo.ge,allhome.ge,allproperty.ge და კიდევ სხვა მრავალნი სავსე არიან ასეთი “მკვდარი”,სატყუარა ობიექტებით.ყველაზე “სუფთად”მათ შორის ისევ ss.ge(რომელიც ელემენტარულად,ავტომატურად შლის 2-3 თვის განცხადებას) და myhome.ge რჩება…თუმცა,ეს უკანასკნელიც “გასვარეს” ნელნელა ამ ავანტიურისტმა მაკლერებმა “ფეიკი” ობიექტებით.
მოკლედ…ამ ახლობლის “დახმარების”სურვილით… დიდი “სამაკლერო და უძრავი ქონების””მაფიის გამოცდილება მივიღე და С меня хватит! ძალიან კი მეცოდება მათგან გაპამპულებული მომხმარებლები.სახელმწიფოს იმედი ნაკლებად მაქვს რომ ამ მაფიოზურ “ბუდეს” მიხედავს და გამოასწორებს,ამიტომ ჩემი რჩევაა რომ ჯობია ცოტა მეტი იცადოთ და თავად “ორიგინალი” მესაკუთრის განცხადებებს მისდიოთ რომ არ აღმოჩნდეთ მაკლერთა “ფეიკი ბინებით და სახლებით” საბურთაო ობიექტი
Discussion about this post