იმ შემთხვევაში თუ პირველი სახლი აირჩიეთ: რატომ ოცნებობთ მოკრძალებულ და უღიმღამო სახლებზე, როდესაც შეგიძლიათ ნამდვილი ოცნებით იცხოვროთ! თქვენ მტკიცე გადაწყვეტილებები გაქვთ. კრეატიული ადამიანი ბრძანდებით და ფიქრობთ, თუ როგორ გახდეთ წარმატებული. თუ შეეცდებით, მომავალ წელს ეს სახლი თქვენი გახდება. ასევე დაიმსახურებთ იმ პატივისცემას, რომელისთვისაც ისწრაფოდვით. პოზიტივი თქვენი მეორე სახელია.
იმ შემთხვევაში თუ მეორე სახლი აირჩიეთ:
ცხოვრება შესანიშნავია! თუმცა არა სრულყოფილი. თქვენ გაქვთ შესანიშნავი სამუშაო, კარგი მანქანა, კომფორტული სახლი და ნორმალური ოჯახი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით, თუმცა ხანდახან მეტი გსურთ. ასევე აცნობიერებთ იმასაც, რომ თქვენ ბევრად უკეთესად ცხოვრობთ, ვიდრე სხვა ადამიანები.
იმ შემთხვევაში თუ მესამე სახლი აირჩიეთ:
მზად ხართ ყველაფერი გააკეთოთ, ოღონ დრო ღია ცის ქვეშ, სუფთა ჰაერზე გაატაროთ. მზის სხივი თქვენი საუკეთესო მეგობარია. გიყვართ შინაური ცხოველები. იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებით, რომელიც ცდილობს ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთოს. ცხოვრებას პოზიტიურად უყურებთ და ამის გამო გარშემომყოფებს მოსწონთ თქვენთან ყოფნა.
იმ შემთხვევაში თუ მეოთხე სახლი აირჩიეთ:
გიყვართ მარტო ყოფნა. თქვენ ღრმად მოაზროვნე ადამიანი ხართ და სოციალურ თავყრილობებზე ყოფნას ყოველთვის მარტო ყოფნა გირჩევნიათ. გიყვართ საკუთარი ხელით ნივთების შექმნა. თქვენ მარტივად არ ენდობით ადამიანებს, განსაკუთრებით ხელისუფლებას.
იმ შემთხვევაში თუ მეხუთე სახლი აირჩიეთ:
მიუხედავად იმისა, რომ რთული ცხოვრება გაიარეთ, თქვენ ამაყობთ ამით. გამოვლილი სირთულეების მიუხედავად, ძალიან პოზტიური ბრძანდებით. გარშემომყოფები აფასებენ თქვენს სითბოსა და მეგობრობას. იმდენ სიბრძნეს ფლობთ, რომ თითქოს ასი ცხოვრებით გეცხოვრათ. იმისათვის, რომ ბედნიერი იყოთ მატერიალური კეთილდღეობა არ გჭირდებათ.
იმ შემთხვევაში თუ მეექსვე სახლი აირჩიეთ:
ცოტათი ნარცისი ბრძანდებით. მიგაჩნიათ, რომ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებთ და არ სჯერდებით ნაკლებს. თქვენ თავს პრინცესად/პრინცად თვლით და გსურთ, რომ გარშემომყოფებმაც ასე აღგიქვან. თქვენ გაცილებით ეკონომიურად უნდა იცხოვროთ, რათა ხელფასი როგორმე იმყოფინოთ თვის ბოლომდე. თუმცა ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი არ არის, რადგან ერთ დღეს თქვენ გახდებით ძალიან მდიდარი და ცნობილი ადამიანი!
Discussion about this post