ყველა ქალი ცოტათი ჯადოქარია. თქვენ შეგიძლიათ მოხიბლოთ კაცები, აისრულოთ თქვენი ყველა სურვილი და დასაჯოთ დამნაშავეები. ხოლო ზოგიერთებს შეუძლიათ განკურნონ სული და იმედი ჩაუსახონ ადამიანებს. უბრალოდ შეარჩიეთ ჯადოსნურ მაგიდაზე მოცემული ნივთებიდან ერთ-ერთი და შეიტყვეთ რა ძალები იმალება თქვენში. როგორი ჯადოქარი ბრძანდებით სინამდვილეში?
მაშ, რომელი ნივთი შეარჩიეთ?
- თქვენ შეარჩიეთ ქვიშის საათი
ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ კარმული ჯადოქარი ბრძანდებით. თქვენ ნამდვილად იცით, თუ როგორ უნდა მართოთ დრო და მოვლენები. თქვენ პლანეტა სატურნის მფარველობის ქვეშ იმყოფებით, რომელსაც ზოგჯერ ჯადოქრების პლანეტას უწოდებენ. თქვენი ტიპის ჯადოქრობა მოითხოვს დიდ მოთმინებასა და გამძლეობას. თქვენ დროში მოგზაურობის შესაძლებლობა გაქვთ. ეს ნიჭი მემკვიდრეობით გადმოგეცათ.
- თქვენ შეარჩიეთ ჩანთა პერგამენტებით
თქვენ ხართ ბუნების ძალების ჯადოქარი. ტყეში გრძელი სეირნობები გიზიდავთ, გიყვართ ნანგრევბში სიარული და იდუმალი სიმბოლოების შესწავლა. ცხოვრობთ ბუნებასთან ჰარმონიაში და იქიდან იღებთ ძალებს. კარგად გაქვთ განვითარებული ინტუიცია.
- თქვენ შეარჩიეთ მაგიდის ცენტრში არსებული დიდი წიგნი
თქვენ დაბადებისთანავე ჯადოქარი ბრძანდებოდით. მემკვიდრეობით მიიღეთ ცოდნა და იცით როგორ მუშაობს მაგია. ამაყობთ თქვენი ცოდნით და მუდმივად მზად ხართ სწავლებისათვის. შეგინიშნავთ, როგორ სიხშირით მოდიან თქვენთან რჩევის საკითხავად. რაც მთავარია თქვენს რჩევებს ყოველთვის ითვალისწინებენ.
- თქვენ ფლაკონი და დოქი შეარჩიეთ
ესე იგი ნამდვილი ალქიმიკოსი ბრძანდებით. მოგწონთ მუშაობა ხსნარებთან და სითხეებთან, ასევე კარგად ამზადებთ წამლებს. სამზარეულოში ბადალი არ გყავთ. ყველაფერი, რისი მომზადებაც შეგიძლიათ, მაშინვე ხდება შედევრი!
- თქვენი არჩევანი შეჩერდა ბალახზე
თქვენ ნამდვილი ექიმბაში ხართ. თქვენ ერკვევით მცენარეთა სასარგებლო თვისებებში და ოსტატურად იყენებთ ცოდნას. უმარტივეს კერძებსაც კი, ნამდვილ შედევრად აქცევთ სანელებლების დახმარებით.
- თქვენ შეარჩიეთ ბუმბული მელანში
თქვენ შამანი ბრძანდებით. ცხოველები და სულები გექვემდებარებიან. ბავშობიდანვე ლიდერი ბრძანდებით. ძალიან ბრძენი ხართ და რაც მთავარია გსიამოვნებთ თქვენი სიბრძნის სხვებთან გაზიარება. ხალხი გისმენს!
- თქვენ სანთელი შეარჩიეთ
ცეცხლის ჯადოქარი ბრძანდებით. თქვენ ბუნებით ძალიან მგზნებარე ხართ და მხოლოდ იმას აკეთებთ, რაც გსიამოვნებთ. თქვენ გექვემდებარებათ სასიყვარულო მაგია, რომელშიც ძალიან კარგად ერკვევით და შესაბამისა მარტივად შეგიძლიათ ვინმეს მოხილვა.
- თქვენ შეარჩიეთ იასამნისფერი წიგნი ქვით
თქვენ ცისარყელის ჯადოქარი ხართ, რომელსაც ექვემდებარებიან კრისტალები. მარტივად შეგიძლიათ იწინასწარმეტყველოთ მომავალი! შელოცვებისა და რიტუალების მეშვეობით არა მხოლოდ სხეულის, არამედ სული მოშუშებაც შეგიძლიათ. კარგად ერკვევით ხალხში, მარტივად ძალგძიმთ ტყუილისა და აურის ამოცნობა.
Discussion about this post