გაინტერესებთ, მომავალი წლის განმავლობაში რა დადებით და უარყოფით სიახლეებს უნდა ელოდეთ? ამ ჯადოსნურ ბურთებს პასუხები აქვთ! უბრალოდ დააკვირდით და აირჩიეთ ერთ-ერთ.
ბურთი N: 1
თუ თქვენ პირველი ბროლის ბურთი აარჩიეთ, თქვენი არჩევანი მიანიშნებს, რომ თქვენ იდუმალი, ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ, რომელსაც უყვარს დაუჯერებელი ახალი ამბების აღმოჩენა. სავარაუოა, რომ მომავალი წელი ახალ თავგადასავლებამდე მიგიყვანთ.
გარდა ამისა, თქვენ საკუთარი თავის შეცნობის ეტაპზე იმყოფებით და ეს გაიძულებთ საკუთარ თავში იპოვოთ ისეთი ღირსებები, რომელთა შესახებ არც კი იცოდით!
ბურთი N:2
თუ მეორე ბურთი აარჩიეთ, ეს მიანიშნებს, რომ თქვენს ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი, ამას თქვენც კარგად აცნობიერებთ და ცდილობთ პირველ ეტაპზე საკუთარ თავში იპოვოთ ძალა ამ ცვლილებების განსახორციელებლად.
სავარაუდოა, რომ მომავალ წელს დაიწყებთ ძველი ჭრილობების შეხორცებას და მიხვდებით, რომ ის რაც გულს გტკენდათ გაქრა. ეს მოგცემთ სტიმულს, რომ დაიწყოთ ცხოვრების ახალი ეტაპი როგორც ემოციურად, ისე პროფესიონალურად!
ბურთი N:3
თუ მესამე ბურთი აირჩიეთ, ეს მიანიშნებს, რომ თქვენს ცხოვრებაში ის პერიოდია, როდესაც ყველაფერი საკმაოდ ჰარმონიულად მიდის. ასე რომ, მომავალი წელი თქვენთვის განსაკუთრებული იქნება, იდეალურია თქვენი პროექტების მოწესრიგებისთვის და იმის გადასაწყვეტად, თუ რომელი მიმართულებით გსურთ წასვლა.
თუმცა იცოდეთ, რომ ცხოვრებაში ყოველთვის არის წარმატებები და წარუმატებლობები, ეს კარგად უნდა გაიაზროთ…
ბურთი N:4
თუ მეოთხე ბროლის ბურთი აარჩიეთ, ეს მიანიშნებს, რომ თქვენში უკმაყოფილების, ტკივილის ან სიბრაზის გრძნობებია, რაც ცხოვრების მშვიდად წარმართვაში ხელს გიშლით.
მომავალ წელს ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ მოაშუშოთ ეს ჭრილობები და სრულიად ახალი ძალისხმევით შეუდგეთ მომავლის მშენებლობას. მომავალი წელი დიდ წარმატებებს გპირდებათ, უბრალოდ მოიკრიბეთ ძალა და მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები.
ბურთი 5
თუ მეხუთე ბურთი აარჩიეთ, ეს მიანიშნებს, რომ თქვენს ცხოვრებაში ბევრი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ გაქვთ დაბნეულობის გრძნობა და ზოგჯერ საერთოდ ვერ ხვდებით რა არის იმ გაუგებრობების მიზეზი რაც თქვენს ცხოვრებაშია, აუცილებელია იპოვოთ ძალა საკუთარ თავში.
ამ წელს რამდენიმე დადებითი სიახლეც გელოდებათ, რომლებიც დაგეხმარებათ იმის გარკვევაში თუ ვინ ხართ და რეალურად რისი მიღწევაც გნებავთ.
ბურთი N: 6
თუ მეექვსე ბროლის ბურთი აარჩიეთ, ეს მიანიშნებს, რომ მოაზროვნე ადამიანი ხართ. ზოგჯერ გრძნობთ, რომ ნევროზის პირას ხართ იმ უამრავი აზრის გამო, რომლებიც თავში გიტრიალებთ.
მომავალ წელს გელოდებათ გარკვეული დადებითი სიახლეები. გირჩევთ ივარჯიშეთ სიმშვიდეზე, გონებამახვილობაზე და უპირველეს ყოვლისა, ტოლერანტობაზე, რადგან ეს დაგჭირდებათ!
Discussion about this post