როდესაც საქმე ეხება ბედნიერებას და ჩვენს მიზნებს, ჩვენ თავად ვართ საკუთარი თავუს ყველაზე დიდი მტრები. ბევრჯერ წარსული წარუმატებლობები ხელს გვიშლის წინსვლაში და ვკარგავთ საკუთარი თავის რწმენას, მეტ ყურადღებას ვაქცევთ სხვებს და გვეშინია საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების.
ჩვენი ეჭვები იწვევს შფოთვას, მაგრამ ტაროს ექსპერტი დაგვეხმარება გავიგოთ თუ რამდენად ვენდობით და ვუსმენთ საკუთარ თავს.
ჩვენ მხოლოდ 3 მოცემული ბარათიდან ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთ და მისი მნიშვნელობა ქვემოთ წავიკითხოთ.
- თუ აირჩიეთ ბარათი N: 1
როგორც ჩანს, თქვენ მიჰყვებით საკუთარ სიმართლეს, მაგრამ სინამდვილეში ბევრჯერ ეს არის უბრალო ახირება. სიამაყის გამო, თქვენ უარყოფთ რჩევას, რომელსაც გაძლევენ თქვენი საყვარელი ადამიანები, თუმცა, სინამდვილეში, თქვენ ეს არ უნდა გააკეთოთ, რადგან ისინი ამას მხოლოდ კეთილი განზრახვით აკეთებენ.
სავარაუდო თავდაჯერებულობის მიღმა თქვენ სინამდვილეში მალავთ შიშსა და სიჯიუტეს, ამიტომ ეცადეთ გადალახოთ ეს ყოველივე და მოუსმინოთ თქვენს გარშემო მყოფ კეთილის მსურველ ადამიანებს.
- თუ თქვენ აირჩიეთ ბარათი N: 2
თქვენ ისწავლეთ თუ როგორ უნდა ენდოთ საკუთარ ინსტინქტს და მიჰყევით თქვენს სიმართლეს. რა თქმა უნდა, თქვენ იცით, როგორ უნდა მოუსმინოთ იმ ხალხს, ვინც სასარგებლო რჩევას მოგცემთ, თავმდაბალი ხართ და ასევე უგულებელყოფთ მოსაზრებებს, რომლებიც ზიანს გაყენებთ თქვენ.
თქვენ გაქვთ სიბრძნე და ნდობა, რომ შეძლოთ თქვენი საკუთარი ოცნებისკენ სწრაფვა.
- თუ თქვენ აირჩიეთ ბარათი N: 3
თქვენ გეშინიათ წარუმატებლობის და ძალიან ეჭვის ქვეშ აყენებთ იმ გადაწყვეტილებებს, რასაც ინტუიცია გკარნახობთ.
ამიტომ საკუთარ თავს უფლებას აძლევთ სხვების ნათქვამმა იქონიოს გავლენა თქვენზე. ეცადეთ ისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული, პატიება შეცდომებისთვის და მეტი თავდაჯერებულება იქონიეთ. თუ თქვენ თვითშეფასების გაუმჯობესებაზე იმუშავებთ მიაღწევთ სასურველს.
ცხოვრება ძალიან მოკლეა, რომ სხვების მოსაზრებებით ხელმძღვანელობდე ისწავლეთ ნდობა საკუთარი თავის მიმართ და მათ, ვისაც უყვარხართ, შესაბამისათ თქვენ აუცილებლად შეძლებთ საკუთარი გზით წასვლას.
Discussion about this post