ერთი წლის წინ, თბილისში 9 წლის ბავშვი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ტატა რევიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ტატას დედამ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა.
“ყოველი გათენებული დილა მენანება ტატას გარეშე რომ უნდა დაღამდეს… იმას არ დავწერ რა რთული იყო ეს ერთი წელი და რის ხარჯზე გავაგრძელეთ ცხოვრება ან შევძელით გაღიმება. 15-ში ერთი წელი გადის რაც ტატა ჩვენ გვერდით აღარ არის(ფიზიკურად). პირადად ყველასთან დარეკვას და ამის ბევრჯერ გამეორება არ ძალმიძს, ამიტომ ვწერ აქ რადგან ბევრი ნათესავი, მეგობარი და ახლობელი ადამიანი ადევნებს თვალს… 15 აგვისტო 13:00 საათი ჯიქიას სასაფლაო. ვინც თბილისში ხართ და შეძლებთ მოსვლას ჩვენ გვერდით ყოფნას.”
Discussion about this post