ყველას უნდა ჯანსაღი კანი ჰქონდეს. ჩვენ მარტივ მეთოდებს გთავაზობთ, რომლებსაც თერაპიული ეფექტი აქვთ.
გლუვი კანისთვის: ყოველ საღამოს, დაძინებამდე დაიბანეთ სახე, გაავსეთ პაკეტი ყინულით და მისი დახმარებით ნაზად დაიმასაჟეთ სახე და კისრის არე 3 წუთის მანძილზე. რამდენიმე დღეში შეამჩნევთ შედეგს. ეს უკეთ დაძინებაშიც დაგეხმარებათ.
აკნესთვის: ყინულის თერაპია აკნეს პრობლემების დროს საუკეთესო გამოსავალია. დაიბანეთ სახე, შეახვიეთ ყინული სუფთა ნაჭერში ან ხელსახოცში და ნაზად დააწექით გამონაყარს 3-5 წუთის მანძილზე.
ნაოჭების შემცირებისთვის: დაიმასაჟეთ სახე ყინულით ყოველდღე 1 წუთის მანძილზე, სანამ მაკიაჟს წაისმევთ.
ღია ფორებისთვის: გადაიტარეთ ყინული სახეზე 2-3 წუთის მანძილზე.
დასიებული თვალებისთვის: შეახვიეთ 2 ყინული ნაჭერში და დაიდეთ დახუჭულ თვალებზე. ნაზად ამოძრავეთ 2 წუთის მანძილზე წრიული მოძრაობებით.
Discussion about this post