საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო წირვის შემდეგ მრევლს მართლმადიდებლობის ზეიმი მიულოცა, პური აკურთხა და მრევლს დაურიგა.
“გილოცავთ დიდებულ დღესასწაულს, მართლმადიდებლობის ზეიმს. დღეს აქტუალურია ეს საკითხი, მართლმადიდებლობა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ მართლმადიდებლობა შევინარჩუნოთ. ეს დღესასწაული დაარსდა მაშინ როცა კრებამ მიიღო საეკლესიო დადგენილება ხატების თაყვანისცემაზე. ბევრი შემთხვევაა, როცა ზოგიერთს არ ესმის რა არის მართლმადიდებლობა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა გაუხსნას გონება და გული, რათა ირწმუნონ ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება გადაარჩენს ქვეყანას, კაცობრიობას. ჩვენთვის მართლმადიდებლობის ზეიმი მეტად მნიშვნელოვანია,”- ბრძანა პატრიარქმა.
Discussion about this post