საჭრელი დაფების მარტივად და სწრაფად გასაპრიალებლად ისინი უნდა გაწმინდოთ ლიმონის წვენის და მარილის ნაზავით.
კედების გასაწმენდად და მათთვის იდეალური თეთრი ფერის დასაბრუნებლად შეგიძლიათ ძალიან მარტივად მოსამზადებელი ხსნარი გამოიყენოთ. შეურიეთ ერთმანეთს სარეცხი ხსნარი, 3 ს/კ წყალბადის ზეჟანგი და 2 ს/კ საცხობი სოდა.
ტყავის ავეჯის ზედაპირიდან ნაკაწრების გასაქრობად ტყავი შეგიძლიათ გადაწმინდოთ ზეითუნის ზეთში ამოვლებული ბამბით. დააცადეთ ზეთს გაშრობა 1 საათის განმავლობაში და თუ ამის შემდეგ ზოლები კვლავ შესამჩნევი იქნება, გაიმეორეთ პროცესი მეორეჯერ უკეთესი შედეგის მისაღებად.
Discussion about this post