როგორც ცნობილია ზაქარია კალაშოვი (შაქრო მოლოდოი) შარშან კარასნოდარის ოლქის ერთერთ ციხეზე გადაიყვანეს. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ მიესალმნენ “ციხის ბინადარნი” “რუსეთის N1 ქურდს”.
ე.წ. “მაყურებელმა” ჯერ კორპუსებს შორის გადაძახილი მოაწყო, შემდეგ “მიმართვა” წაიკითხა.
“მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს საერთო სახლს. ჯანმრთელობა ქურდების საძმოს. პატიმრებო! მოდით ყველა ერთად მივესალმოთ ჩვენს უფროს ძმას, შაქრო მოლოდოის, რომელიც დღეს ჩვენთან შემოვიდა. ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა, მოთმინება, ქურდული სიმტკიცე და ყოველივე ნათელი უფლისგან!”
ამ ტექსტის შემდეგ “სპიკერმა” ხმამაღლა დაიძახა – “სიცოცხლე ქურდებს” და საპასუხოდ ციხის ყველა საკნიდან ანალოგიური შეძახილები გაისმა.
Discussion about this post