გუშინ ღამით, ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენოდა გაიზარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ცოლ-ქმარი, არაბი ტურისტები იყვნენ. მათი შვილები, 3 და 5 წლის ბავშვები კი მძიმე მდგომარეობაში არიან კლინიკაში გადაყვანილი.
„ევექსის ჰოსპიტალის“ მენეჯერის, ირინა დოლიძის თქმით, 10 პაციენტი გადის მკურნალობას. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 6-ის კი შედარებით მსუბუქი.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Discussion about this post