გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია ჯგუფ “ა’სტუდიოს” კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც აღარ ჩატარდება. როგორც ცნობილი გახდა, პუტინის წინააღმდეგ აგორებულ ამბებთან დაკავშირებით ჯგუფმა უარი განაცხადა საქართველოში სიმღერაზე. “ა’სტუდიოს” სოლისტი ქეთა თოფურია ინსტაგრამზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ კონცერტი არ გაუქმებულა, დროებით გადაიდო და ზუსტ თარიღთან დაკავშირებით მოგვიანებით ექნება ინფორმაცია.
Discussion about this post