ცნობილი ტელეწამყვანი ანა მამულაშვილი ბოლო რამდენიმე წელია სიმსივნეს ებრძვის. მისმა მეგობრებმა საზოგადოებას ანას დახმარების თხოვნით ბევრჯერ მიმართეს, რადგან ანას ერთხელ მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა ისევ გაურთულდა და კიდევ დასჭირდა სამედიცინო ჩარევა.
ახლაც, როგორც თვითონ წერს, ისევ რთულ მდგომარეობაშია და ამჟამად თურქეთშია, სადაც გამოკვლევების ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოში, ერთ-ერთ კლინიკაში გაცემული დასკვნა რეალობას არ შეესაბამება. ჟურნალისტიოს თქმით, ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა.
„უფრო მეტად მოვინდომოთ და უფრო მეტად დავეხმაროთ ერთმანეთს მატერიალურად, რომ ყველამ შეძლოს საზღვარგარეთ კვლევებისა და პროცედურების ჩატარება, გთხოვთ! ჟურნალისტებო, გააკეთეთ გადაცემები იმის შესახებ, რომ ამ სფეროში საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა, უფრო მეტი თოქ-შოუ დაუთმეთ ამ თემას! პ.ს. 7 მეტასტაზით გამომაცილეს საქარველოდან და მანდ ჩატარებული დასხივების შემდეგ, რეალურად თავში 25 მეტასტაზია! სახლში მაქვს თოდუას კლინიკაში, ლაშხის დაწერილი დასკვნა, სადაც მუცლის ღრუ პათოლიგიის გარეშეა, 2 კვირაში თურქეთში გადაღებულ დასკვნაში კი წერია, რომ მუცელში მრავლობითი მეტასტაზია! პ.ს.ს. მადლობა ყველას! 16.05.2019. თურქეთი,სტამბული“ – წერს ტელეწამყვანი საკუთარ სოციალურ ქსელში.
Discussion about this post