სულ რამდენიმე დღის წინ თბილისის ზღვაზე 14 წლის ბიჭი მაშველებმა დახრჩობას გადაარჩინეს. მოზარდი მათ თბილისის ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს.
„პრაიმტაიმის“ მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ იბრძვიან მაშველები მოზარდის გადასრჩენად – და როგორ უტარებენ გულის ხელოვნურ სუნთქვას და მასჟს.
მაშველებმა მოზარდის მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლეს, რის შემდეგაც ბავშვი „პედიატრიულ პრივატ“ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ამჟამადაც განაგრძობს მკურნალობას.
სამედიცინო დაწესებულებაში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ 14 წლის ბიჭის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია და მას მალე ბინაზე გაწერენ.
პრაიმტაიმი
Discussion about this post