პეპელა არის უკვდავების, რეინკარნაციისა და სრული ტრანსფორმაციის სიმბოლო,იგი წარმოადგენს ცვლილებებისა და თავისუფლების საჭიროებას და ამავე დროს განასახიერებს გამბედაობას.
მთელს მსოფლიოში 24000-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის პეპელაა, თითოეულს თავისი უნიკალური ზოლები და ფერი აქვს. ზოგიერთ მათგანს ხშირად ხედავენ პარკებში ან გაზონებზე, ზოგი კი მხოლოდ ჩვენს პლანეტაზე მდებარე შორეულ ადგილებში გვხვდება
ამ ტესტში ჩვენ ვიყენებთ პეპლის ბრწყინვალე სილამაზეს თქვენი პიროვნების საინტერესო მახასიათებლების გამოსავლენად. დაათვალიერეთ 5 პეპელა, თითოეულს თავისი ფორმა, ფერი და სილამაზე აქვს. აირჩიე ის, რომელმაც მაშინვე მიიპყრო თქვენი ყურადღება. წაიკითხეთ რას ნიშნავს თქვენი არჩევანი!
- პეპელა 1 – ლოგიკური და აკურატული
ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და დრო. ეს არის თქვენი დევიზი და ელით, რომ თქვენს გარშემო მყოფებიც ამავე დევიზზს მიჰყვებიან. თქვენი სახლი არის უმანკოდ ორგანიზებული თუ უმცირესი არეულობაც კი შეამჩნიეთ, მაშინ გეჩვენებათ, რომ სახლში ქაოსი სუფევს. თქვენი ყოველი დღე დაგეგმილი და კარგად ორგანიზებულია, ასე თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობთ.
- პეპელა ნომერი 2 – ჰარმონიული და მშვიდი
თქვენ აფასებთ სიმშვიდესა და ჰარმონიას, ძალიან ცდილობთ თავიდან აიცილოთ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე პატარა კონფლიქტი. თქვენი ცხოვრება მთლიანად გაწონასწორებულია, გესმით, რომ იგი შედგება სასიამოვნო და არასასიამოვნო მომენტებისგან, მაგრამ ისიც კარგად იცით რომ ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. თქვენთვის ამ ბალანსის დაცვაზე მნიშვნელოვანი არაფერია.
- შეპეპელა 3 – მგრძნობიარე და გულკეთილი
თქვენ გაქვთ ოქროს გული და ურყევი სურვილი იმისა, რომ დაეხმაროთ ხალხს. ხშირად თავს სხვის ადგილას აყენებთ, რაც გეხმარებათ უფრო კარგაფ გაიგოთ მათი მდგომარეობა. თქვენ ძალიან მგრძნობიარე ხართ. ყველაფერი, რაც თქვეს ცხოვრებაში ხდება, გულთან ახლოს მიგაქვთ და განიცდით ეს კი იმას ნიშნავს, რომ საოცრად მგრძნობიარე ბრძანდებით.
- პეპელა 4 – გულღია და ბედნიერი
თქვენ სამყაროს ხედავთ, როგორც ენერგიის და სიხარულის მუდმივ წყაროს. ყოველ დილიით იღვიძებთ ღიმილით სახეზე და ეს ღიმილი დღის ბოლომდე მიგყვებათ. მოგწონთ დროის სასიამოვნოდ გატარება, ყოველთვის ეძებთ ახალ თავგადასავალებს. ვერ იტანთ მოწყენილობასა და ერთფეროვმებას, ამიტომ ცდილობთ მოსინჯოთ ყველაფერი და იპოვოთ ის რაც სიამოვნებას განიჭებთ.
- პეპელა 5 – შრომისმოყვარე და მიზანდასახული
როდესაც მიზნად რაიმეს დაისახავ, მაშინ თქვენთვის არანაირი ბარიერი არ არსებობს. ხართ საოცრად შრომისმოყვარე. ბევრი ამბობს, რომ მიზანდასახური და გამბედავი ხართ, როთიც ძალიან ამაყობთ. თქვენ გაქვთ სერიოზული მიზნები ყველა სფეროში და მათ განსახორცილებლად ბევრს შრომობთ.
Discussion about this post