ხელები ჩვენი სავიზიტო ბარათია. თუ თანამოსაუბრეს ხელისგულები ოფლიანი აქვს, ის ცდილობს ხელები ზურგს უკან დამალოს – მსგავსი ქმედებით ბევრ რამეს შევიტყობთ მის შესახებ. ბევრი დაკვნის გაკეთება შესაძლებლობას გვაძლევს ასევე, ადამიანის ჭუჭყიანი ფრჩხილები. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ ფრჩხილების უბრალო ფორმასაც კი ბევრი რამის თქმა შეუძლია ადამიანის ხასიათზე. არსებობს შვიდი ყველაზე გავრცელებული ფრჩხილის ფორმა. იპოვეთ თქვენი.
- ვერტიკალურად წაგრძელებული
თქვენ შემოქმედი და კომუნიკაბელური ადამიანი ბრძანდებით. ხალხს უყვარს თქვენს გარშემო ყოფნა. კარგი ურთიერთობა გაქვთ სანაცნობო წრესთან. რომანტიული და საკმაოდ მგრძნობიარე ხართ. სამწუხაროდ, ხშირად წვრილმანებს აქცევთ ყურადღებას და ხელიდან უშვებთ ზოგადი და მთლიანი სურათის დანახვის შესაძლებლობას.
- ჰორიზონტალური და ფართო
თქვენ იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნებით, რომელსაც არ ეშინია სიმართლის, მზად ხართ ხალხს პირდაპირ უთხრათ, თუ რა ფიქრობთ მასზე. თქვენ ნამდვილად გსურთ სხვების დახმარება, ამიტომ ხშირად უთხარით ის, რისი მოსმენაც არ სურთ, მნიშვნელობა არა აქვს სიმართლე იციან თუ არა. თქვენ ამბიციური და მკაცრი ხართ, სწორედ ეს თვისებები იზიდავს ხალხს თქვენში.
- „მრგვალი კვერცხი“
თქვენ არ ეკუთვნით იმ კატეგორიას, რომელებიც მიჰყვებიან ცხოვრების აღშფოთებულ ტემპს, თქვენ საკუთარი ტემპი გაქვთ. სწორედ ეს დაგეხმარებათ, რომ საკუთარ თავთან ჰარმონიულად და მშვიდად იყოთ. ყოველთვის გონივრულად ფიქრობთ.
- კვადრატი/მართკუთხედი
თქვენ ძალიან მამაცი ადამიანი ხართ და სწორედ ამ თვისების მეშვეობით არ გეშინიათ სარისკო გადაწყვეტილებების მიღება. ეს უნარი ძალიან გამოგადგებათ, თუ გახდებით უფროსი ან ხელმძღვანელი. სერიოზული ადამიანი ბრძანდებით და ხალხი პატივს გცემთ.
- სამკუთხედი
გილოცავთ! გენიოსი ხართ. (ყოველ შემთხვევაში გაქვთ ყველა შანსი). თქვენ არამარტო შეგიძლიათ კრეატიული იდეების გამომუშავება, არამედ ცდილობთ ყველაფერი სრულყოფილებამდე მიიყვანოთ.
- ნუშის ფორმა
თქვენ მეგობრული და მართალი ადამიანი ხართ. კეთილი ბრძანდებით და სწორედ ამიტომ ოჯახის წევრებს თქვენი იმედი აქვთ. ხალხს მოსწონს თქვენთან დროის გატარება. რთულ სიტუაციებში მარტივად იღებთ მტკიცე გადაწყვეტილებებს, სწორედ ეს გეხმარებათ სიმტკიცეში.
- ხმლის ფორმა
ამბიციური და შრომისმოყვარე პიროვნება ხართ! მზად ხართ ყველა ღონე იხმაროთ თქვენი მიზნის მისაღწევად. ყოველთვის ასრულებთ თქვენს გეგმებს. ახალი გამოცდილების მისაღებად მზად ხართ დატოვოთ თქვენი კომფორტის ზონა.
Discussion about this post