ფორთოხლის ქერქი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ზრუნავს თქვენს კანზე.
იცოდით, რომ ფორთოხლის ქერქის მეშვეობით მარტივად შეგიძლიათ მოიშოროთ მუქი ლაქები და კანის სხვა ნაკლოვანებები? პილინგი მოქმედებს, როგორც ბუნებრივი მათეთრებელი, რაც ხელს უწყობს თქვენი კანის გაუმჯობესებას, უფრო მეტიც, ის ინარჩუნებს ელასტიურობას. ასევე ფორთხოლის ქერქში არსებული კომპონენტები იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივების ნეგატიური ეფექტისგან.
ამისათვის საჭიროა, რომ გააშროთ ფორთხოლის ქერქები და შემდეგ აურიოთ 3 სუფრის კოვზი იოგურტი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 2 ჩაის კოვზი ფორთოხლის ფხვნილი. წაისვით მომზადებული ნარევი სახესა და დეკოლტეზე, გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 2-3-ჯერ.
ებრძვის აკნესა და შავ წერტილებს
სახის დროული გაწმენდისათვის მოამზადეთ სკრაბი ფორთოხლის ფხვნილისა და ბუნებრივი იოგურტისაგან. ამისათვის საჭიროა ორივე კომპონენტის თანაბარი პროპორციებით შერევა, წაისვით კონკრეტულ ადგილას სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთი. გამოიყენეთ ეს საშუალება კვირაში ერთხელ პროფილაქტიკის მიზნით.
შესანიშნავად ათეთრებს კბილებს
ფორთოხალში არსებული დე ვიტამინი, ეხმარება კბილების მინანქარს სიყვითლის მოშორებისაგან, ასევე ყავის ლაქების მოშორებაში. კბილების გათეთრების მიზნით, უბრალოდ 2-3 წუთის განმავლობაში შეიზილეთ ფორთოხლის ქერქი კბილების ემალზე. ჩაიტარეთ ეს პროცედურა დღეში 2-ჯერ, სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს.
ხელს უწყობს წონის კლებას
ფორთოხლის ქერქები დაგეხმარებათ ზედმეტი წონის კლებაში. ეს განპირობებულია მასში შემავალი ცე ვიტამინით, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ცხიმის წვას უწყობს ხელს. 1 სუფრის კოვზ გახეხილ ფორთოხლის ქერქს დაასხით ცხელი წყალი და დააფარეთ თავსახური, გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ დაამატეთ 1 კოვზი თაფლი და მიიღეთ დღეში ორჯერ.
ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს
ფორთოხლის ქერქის ჭამა დაგეხმარებათ სხეულის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის დონის შემცირებაში, რაც ნიშნავს რომ მას შეუძლია გაათავისუფლოს ცუდი ქოლესტერინი, თავიდან აგაცილებთ გულ-სისხლძართვთა პრობლემებს. ფორთოხლის ქერქის ეს ეფექტი განპირობებულია მასში არსებული პექტინების არსებობით და ბოჭკოვანი სიმდიდრით, რაც ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას ორგანიზმში. ასევე შეგიძლიათ დღეში 2-ჯერ მიირთვათ ჩაი ლიმონის ქერქთან ერთად.
Discussion about this post