იმ შემთხვევაში თუ საქმე რთულ ვითარებასთან გაქვთ ან რთული გადაწყვეტილების წინაშე ხართ, კარგი რჩევა ძალიან სასარგებლოა. შეხედეთ ამ ბრძენ ბუებს. მათ ზუსტად იციან რა უნდა გააკეთოთ მოცემულ სიტუაციაში.
ამ ბუებიდან რომელი იპყრობს თქვენს ყურადღებას ყველაზე მეტად? რას გვთავაზობს ინტუიცია? აირჩიეთ ბუ, რომელიც უფრო მეტად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას და გაიგებთ მის ბრძნულ რჩევებს, რომელიც მან სპეციალურად თქვენთვის მოამზადა.
- თუ თქვენ აირჩიეთ პირველი: იმედის ბუ
ეს ბუ გეუბნებათ, რომ თქვენი ყველაზე დიდი ოცნებები განხორციელებასთან ახლოსაა. თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების და თქვენი ბედის არქიტექტორი და ყოველთვის არის ჯილდო მათთვის, ვინც ცხოვრებაში გაბედულად, სიყვარულითა და ერთგულებით დადის.
შესაძლებელია ცხოვრების გარკვეულ მომენტებში ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც თქვენ წარმოიდგინეთ, მაგრამ მთავარია, არასოდეს დაკარგოთ წარმატების რწმენა.
შენი გზავნილი: თუ დაეცე, ადექი და ისევ სცადე, რადგან რწმენა და იმედი ნამდვილი წარმატების გასაღებია.
- თუ თქვენ აირჩიეთ მეორე: კეთილდღეობის ბუ
ეს ბრძენი ბუ გეუბნებათ, რომ ყველა უძილო ღამე, ყოველ დილით ადრე ადგომა და ყველა ის ძალისხმევა, რაც თქვენ გაიღეთ თქვენი ოცნების მისაღწევად, მალე გამოიღებს ნაყოფს.
ყველაფერი რაც თქვენ გააკეთეთ, ყველა სირთულე, რომელიც გადალახეთ, საერთო ჯამში წარმოადგენდა მნიშვნელოვან წინაპირობას თქვენი ოცნებისკენ მიმავალ გზაზე.
თქვენი გზავნილი: განაგრძეთ შრომა და შეავსეთ თქვენი ცხოვრება კეთილდღეობის რწმენით, რადგან თქვენი ჯილდო მალე გიპოვით, ყველაფერი რასაც მოელით, მალე აგისრულდებათ.
- თუ თქვენ აირჩიეთ მესამე: სიმშვიდის ბუ
გახსოვდეთ, რომ ღამის ყველაზე ბნელი მომენტია ის, დრო რომელიც ახალ ცისკარს უთმობს ადგილს. გარემოებების მიუხედავად, არასოდეს დანებდეთ, ნუ დაკარგავთ ნებისყოფას და წინსვლის სურვილს, გადალახეთ დაბრკოლებები, რომლებსაც შეიძლება შეხვდეთ თქვენს გზაზე.
გახსოვდეთ, რომ არ არსებობს ტრიუმფი ბრძოლის გარეშე და რომ ყოველთვის ღირს იმისკენ სწრაფვა რისი მიღწევაც გსურთ. თქვენ შეიძლება ბევრს მუშაობდეთ, მაგრამ ძალიან მალე თქვენს ცხოვრებაში მშვიდობა შემოვა და თქვენ შეძლებთ მიიღოთ ყველა თქვენი ძალისხმევისა და ერთგულების ნაყოფი.
თქვენი გზავნილი: განაგრძეთ ცხოვრება რწმენით და სიმშვიდით, რადგან საუკეთესო მომენტები ჯერ კიდევ წინ გელოდებათ.
- თუ თქვენ აირჩიეთ მეოთხე: სიძლიერის ბუ
ეს ბუ შეგახსენებთ, რომ მშვენიერი ადამიანი ხართ. თქვენ თქვენს ცხოვრებაში ბევრი რამ გააკეთეთ და ეს თქვენი ძალა და თქვენი გამოცდილება საშუალებას მოგცემთ მიაღწიოთ თქვენს უდიდეს სურვილებს.
ზოგჯერ შეიძლება იგრძნოთ, რომ ბევრს შრომობთ და ვერ ამჩნევთ რაიმე პროგრესს თქვენი მიზნებისკენ. თქვენ უბრალოდ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი თითოეული ქმედება არის ის, რაც მოგვიანებით გამოიღებს ნაყოფს და რომ ყველაფერს დრო სჭირდება.
შენი გზავნილი: იყავი ძლიერი და ბედნიერი. იცხოვრე ყოველდღე ღიმილით და გახსოვდეს, რომ თუ ყველაფერს გააკეთებ, ცხოვრება ყოველთვის საუკეთესოს მოგცემს.
- თუ თქვენ აირჩიეთ მეხუთე: ბედნიერების ბუ
ეს ბუ შეგახსენებთ, რომ რასაც აკეთებთ წარმატებული იქნება. გახსოვდეთ, რომ მზიანი დღე უფრო მეტად დამოკიდებულია თქვენს დამოკიდებულებაზე, ვიდრე მზეზე, ამიტომ ყოველი ახალი დილა დაიწყეთ რწმენით, რომ ეს დღე თქვენი ცხოვრების საუკეთესო დღე იქნება.
იცხოვრე რწმენით და ოპტიმიზმით, შედეგი კი ეს გამოჩნდება ყველაფერში, რასაც აკეთებ. და
თქვენი გზავნილი: ბედნიერება არის თქვენი არსებობის აზრი, რადგან ბედნიერი და მხიარული ადამიანი ხართ.
- თუ თქვენ აირჩიეთ მეექსვსე: ოცნებების ბუ
ეს ბუ შეგახსენებთ, რომ წარმატება თქვენი ოცნებისკენ გაწეული შრომის შედეგია. ცხოვრება ყოველთვის მეოცნებეების მხარეზეა, ასე რომ არასდროს შეწყვიტო ოცნება.
ყველაფერი რაც თქვენ ნათლად წარმოიდგინეთ და რისთვისაც ენთუზიაზმით მუშაობთ, ძალიან მალე განხორციელდება თქვენს რეალურ სამყაროში. თქვენი ყველა ილუზია, თქვენი გეგმები და ის, რასაც ელოდებით, ახდება.
გააგრძელეთ თქვენი პოზიტიური ცხოვრებით ცხოვრება, ყოველ დილით გაიღვიძეთ ნდობით, რომ ყოველი ახალი დღე მშვენიერი იქნება და რაც მთავარია, არასოდეს შეწყვიტოთ წინსვლა.
თქვენი გზავნილი: გააგრძელეთ თქვენი ოცნებებისკენ სწრაფვა.
Discussion about this post