წინამდებარე პოსტში წარმოგიდგენთ ჩინურრ ტრადიციულ მედიცინაში არსებულ „მერიდიანების“ ცნებას. ეს არის არხები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ორგანიზმში ენერგია „ცი“-ს ცირკულაცია. ჩინური ტრადიციული მედიცინის თანახმად, ე.წ. ნემსოთერაპია ამ არხების სტიმულირებისთვის გამოიყენება.
ზოგადად, ადამიანის ფეხის გულზე 7000 მდე ნერვული დაბოლოება გადის. ჩინური მედიცინის მიხედვით ისინი ყველა ორგანოს უკავშირდება. ამავე სწავლებით, ენერგია, რომელიც მათი საშუალებით უნდა გადაიცემოდეს ხშირად ფეხსაცმელების გამო პასიურია. სწორედ ამ სტიმულირებისთვის ჩინურ მედიცინაში გვასწავლიან ფეხშიშველ სიარულ ან ფეხზე დგომას ან უბრალოდ ხახვის გამოყენებას.
ჩინელი მედიკოსები გვასწავლიან, რომ ხახვი უნდა დაიჭრას ალყა-ალყა და ჩაიდოს ფეხზე მჭიდროდ მომდგარ წინდებში ისე, რომ ისინი ფეხის გულებს ეხებოდნენ. ამის შემდეგ კი დასაწოლად უნდა დაწვეთ. ამ სწავლების მიხედვით, ეს მეთოდი ენერგიის მიწოდების სტიმულაციის გარდა, იწვევს სხვა დადებით ეფექტებს. მათ შორის, ხახვი კლავს სხვადასხვა ტიპის ბაქტერიებს და მიკრობებს კანზე და ასევე ფოსფორული მჟავა სისხლში ხვდება და მას წმინდავს.
აქვე უნდა ითქვას, რომ წინდებში ხახვის ჩალაგების ეს მეთოდი სხვა ხალხებშიც გამოიყენება, როგორც გაციების საწინააღმდეგო საშუალება.
ანუ, რომ შევაჯამოთ, ჩინური მედიცინის თანახმად:
წინდებში ჩადებული ხახვი გამოყოფს ფოსფორულ მჟავას, რომელიც სისხლის გაწმენდას იწვევს
ორგანიზმის და ფეხის გულები იწმინდება მავნე ბაქტერიებისა და მიკრობებისგან
ამ მეთოდით ფეხიდან გიქრებათ უსიამოვნო სუნი
Discussion about this post