პრაიმტაიმის ინფორმაციით, ფლორიდაში გოგომ უცნობი კაცი თვითმკვლელობას გადაარჩინა. იმ დღეს პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ კაცი ხიდიდან ხტებოდა.
პოლიციის მისვლამდე ავტომობილით მოძრაობდა გოგო, კრისტინა სეტანი. როგორც ის ყვება, მანქანა გააჩერა,უნდოდა კაცს ეგრძნო, რომ მის ბედი ვიღაცას აღელვებდა.
მან კაცის დამშვიდება სცადა. „რაღაც მომენტში ის წინ გადაიხარა და მე ვაგრძნობინე, რომ თუ გადახტებოდა, მეც იმავეს ვიზამდი.
Linkin Park-ის სიმღერა One More Light ვუმღერე, რომელშიც ასეთი სიტყვებია – „ვის აღელვებს, რომ კიდევ ერთი ვარსკვლავი ჩაქრება? მე მაღელვებს“. არ ვიცი, გამიმართლა თუ არა, მაგრამ ის ატირდა“, – ამბობს კრისტინა სეტანი.
ადგილზე მისულმა ადგილობრივმა შერიფმა, შონ კაიერმა სიტუაცია განმუხტა და კაცი ხიდიდან გაიყვანა.
The man looked like he was ready to jump off an overpass. But a stranger stopped her car and sat with him until a deputy arrived.To comfort the man, she recited a lyric from Linkin Park, one of her favorite bands.
Gepostet von Orange County Sheriff's Office, Florida am Mittwoch, 24. Juli 2019
წყარო: https://www.primetime.ge
Discussion about this post