იუმორისტი ნიკა ქავთარაძე სასტუმრო “ივერიასთან”, (ამჟამად “რედისონთან”) დაკავშირებით, ბავშვობის სახალისო ისტორიას იხსენებს:
„ახლა რო “რედისონია”, ადრე, “ივერიის” დროს, მომიწია მამაჩემთან ერთად ღამის გათენება. ძალიან მომეწონა ზესტაფონელს ბავშვს ეს ამხელა შენობა, ბევრი ხალხი და ლიფტი. ხოდა ვკატაობდი ზევით-ქვევით. უცებ ერთ სართულზე კარი გაიღო და შემოვიდა არწივი- თემურ წიკლაური. შოკში ჩავვარდი 2 მიზეზის გამო
1. პირველად ვნახე ტელევიზორში ნანახი ადამიანი
2. რამხელა მეგონა და რა პატარა ყოფილა თურმე
ხოდა, აღარ მიკვირს მაგ სასტუმროში რაც უნდა მოხდეს აწი“- წერს ნიკა ქავთარაძე
Discussion about this post