საქართველოდან წასული ემიგრანტების მძიმე ყოფის შესახებ არაერთი ისტორიაა ცნობილი. მათი ცხოვრების ერთ ეპიზოდზე წერს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ნინო ტაბატაძე, რომელიც შეახსენებს საზოგადოებას, რომ მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ იქ აუცილებლად ბედნიერება გელოდება.
ლანჩზე გამოვედი ახლა, შუა მანჰეტენზე ვარ, ჩემი ოფისის წინ მშენებარე კორპუსია, სულ მუშები ფუსფუსებენ. უსწრაფესი ნაბიჯებით ჩავუქროლე, ბევრი რამე უნდა მოვასწრო ამ ლანჩის დროს. ხოდა უცებ ქუჩის ხმაურში მესმის ყვავილების ქვეყანააა🎶🎶 მეგონა რომ მომეჩვენა და შევანელე. დავინახე ასე მამაჩემის ტოლი სანდომიანი კაცი, სამშენებლო მასალას ურევდა ერთმანეთში და ხმადაბლა, მოწყენილი სახით ქართულად ღიღინებდა. ცოტა მაკლდა სერგო ზაქარიაძის გმირივით, ქართველი ხარ შენი ჭირიმე არ მეყვირა. ჩუმად წამოვედი. ვფიქრობ ახლა ამ კაცზე, შესაძლოა საბუთები არ აქვს, ან სულაც აქვს, შესაძლოა ოჯახი საქართველოში ყავს დატოვებული და აქ ნაწვალებ კაპიკებს კვირის ბოლოს მანიგრამით აგზავნის. ვფიქრობ და მეტირება. რამდენი სევდა იყო ამ ერთ ყვავილების ქვეყანაში…. მაპატიეთ სენტიმენტები, ქართველები შტატებში აღარავის უკვირს. მაგრამ ეს მანჰეტენის კორპორატიული რაიონია, აქ ქართველი მართლა იშვიათად შემხვედრია… ისიც ხომ არ ელოდა რომ ვინმეს ესმოდა მისი სიმღერა, ესმოდა და ტკიოდა….ნეტა თქვენ, ვისაც გგონიათ რომ “ლიჟ ბი საქართელოდან წახვიდეთ” და თქვენს ბედნიერებას წინ აღარაფერი დაუდგება….
ლანჩზე გამოვედი ახლა, შუა მანჰეტენზე ვარ, ჩემი ოფისის წინ მშენებარე კორპუსია, სულ მუშები ფუსფუსებენ. უსწრაფესი ნაბიჯებით…
Gepostet von Nino Tabatadze am Freitag, 14. Juni 2019
Discussion about this post