ურეკსა და შეკვეთილს შორის, კაპროვანის სანაპირო ზოლზე დღეს ორი ადამიანი დაიხრჩო. გარდაცვლილებს შორის ერთი არასრულწლოვანი, წალკის პირველი საჯარო სკოლის 14 წლის მოსწავლე ირაკლი ვანაძეა, მეორე კი 25 წლის ლეილა ბერიძე.
როგორც mshoblebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, გარდაცვლილები ნათესავები, ბიცოლა და მაზლის შვილი არიან.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს უთხრეს, ორივე მათგანი მაშველებმა ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო ბრიგადა, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Discussion about this post