შორენა ბეგაშვილმა სციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქეყნა. ტელეწამყვანი ახალი წლის ღამეს ბრწყინავდა. შორენას მარიონელას თეთრი კაბა ეცვა. მსახიობის ახალ ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ გლობუსში. შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის გაშიშვლდა ქართულენოვანი „ფლეიბოისთვის“. ამის შემდეგ ბეგაშვილი თამაშობდა სხვადასხვა ეროტიკულ როლებს.
2009–2010 წლებში ჰქონდა თავისი საავტორო ეროტიკული ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე სასულიერო პირებისაგან. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“, რომელიც დაიხურა 2017 წელს.
შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმოვანებული სკანდალი ეხება მისსა და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის დავით მუხრანელის რომანს.
Discussion about this post