გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი მოსტეხა. ამის შესახებ უკრაინულ მედია საშუალებები იუწყებიან.
გავრცელებული ცნობით, ოდესაში „კრაიანის საქმის“ სასამართლო პროცესის მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და მათთან ერთად სასამართლოს დარბაზში შეჭრა სცადა.
საბოლოო ჯამში, დარბაზთან არსებულ კორიდორში დაპირისპირება დაიწყო. ამ არეულობის დროს მიხეილ სააკაშვილმა ხანდაზმულ ქალს ხელი ჰკრა, რა დროსაც ქალმა ხელი მოიტეხა.
Discussion about this post