ცოტა ხნის წინ, თურქეთში, ქოჯაელის პროვინციაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რომელმაც თვითმხილველებს და სამართალდამცავებს ბევრი შეკითხვა გაუჩინა. ინციდენტი ავტობუსს უკავშირდება. ავტობუსის მგზავრი 18 წლის გოგონა გიუნაი გენულაჩარი, ჩასასვლელ კართან მაშინ მივიდა, როცა ავტობუსი ჯერ კიდევ არ იყო გაჩერებული, თუმცა მძღოლს კარი გაღებული ქონდა.
გოგონა გაჩერებას არ დაელოდა, მოძრავი ავტობუსიდან ჩავიდა და ბორბლებში ჩავარდა. თავდაპირველი ვერსია იყო ის რომ გოგონა უბედური შემთხვევის გამო გარდაიცვალა, მან ვერ გათვალა რომ მოძრავი ავტობუსიდან ჩასვლისას თავს ვერ შეიკავებდა და ამას ემსხვერპლა, თუმცა ავტობუსის შიდა კამერის ჩანაწერების გავრცელების შემდეგ გაჩნდა თვითმკვლელობის ვერსიაც.
კადრებში ჩანს, რომ გოგონა ვიდრე კარისკენ მიემართება, თავის გვერდით მჯდომ ახალგაზრდა მამაკაცს რაღაც ფურცელს აწვდის. ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ გოგონას ჩავარდნის შემდეგ ყველა მგზავრი მის დასახმარებლად ჩადის, თუმცა ეს მამაკაცი არ ჩქარობს და ავტობუსს თითქმის ყველაზე გვიან ტოვებს.
Discussion about this post