ექიმმმა ნინო ნადირაძემ, სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ არსებობს,სრულიად უფასო სკრინიგის მკერდის კიბოს, საშვილოსნოს ყელის, ფარისებური ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატის ჯირკვლის კიბოს სახელმწიფო პროგრამა.
ექიმისთვის გაუგებარია თუ რატომ არ სარგებლობენ ამით ის ადამიანები, რომლებსაც ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლენები აწუხებთ.
“უამრავმა მომწერა, ფული ჭირდება ექიმთან მისვლას რომ ძუძუს კიბოზე შევმოწმდეთ და გვიჭირსო! ხალხო, არსებობს სრულიად უფასო სკრინიგის ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის, ფარისებური ჯირკვლის, მსხვილი ნაწლავის, პროსტატის ჯირკვლის კიბოს სახელმწიფო პროგრამა, რატომ არ სარგებლობთ, მაინცდამაინც მეოთხე სტადიას რატომ ელოდებით? ფული კი არა, ერთი ადგილის აწევა და კლინიკაში მისვლა ჭირდება მაგას ” – წერს ნინო ნადირაძე
Discussion about this post