წუხელ ღამით, გორიჯვრის მთაზე, წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიოტირაზე 20 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ,,დიანიუსის” ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგა დოლიაშვილია, რომელიც გორში, კომბინატის დასხლებაში ცხოვრობდა. მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.როგორც ,,დიანიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Discussion about this post