ზოგადად ადამიანებუ ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ძალიან რთული იპოვო ორი ადამიანი, რომელთა შორისაც ძალიან ბევრი თანხვედრაა. თუმცა მიუხედავად ამისა, ადამიანების შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე მიანიშნებს მათ პიროვნულ მახასიათებლებზე. სწორედ ასეთია წინამდება ტესტი. პირვე; რიგში ყუტადღებით დააკვირდით ფოტოზე გამოსახულ 5 ხელს, რომელთაგანაც ქალის მხოლოდ ერთია. ეცადეთ ამოიცნოთ ის და შედეგ თქვენი არჩევანის მიხედვით გაეცანით ტესტის შედეგებს.
იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ ქალის ხელი არის პირველი
თქვენი არჩევანი მიანიშნებს, რომ საკუთარ თავს და თქვენს შესაძლებლობებს ჯეროვნად არ აფასებთ და მუდმივად გეპარებათ ეჭვი თქვენს შესაძლებლობებში. რომანტიკული ურთიერთობების დროს ძალიან ხდებით დამოკიდებული სხვა პიროვნებაზე. ამას გარდა ყოველთვის ცდილობთ სხვების დახმარებას.
იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ ქალის ხელი არის მეორე
ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ხართ ძალიან კეთილი და მეგობრული. მუდმივად ზრუნავთ თქვენს ახლობლებზე და ხშირად მოგმართავენ თქვენგან რჩევის მისაღებათ. თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი უნარი მოუსმინოთ სხვებს და შეძლებისდაგვარად დახმარება აღმოუჩინოთ მათ.
იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ ქალის ხელი არის მესამე
თქვენი არჩევანი მიანიშნებს, რომ თქვენს თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვთ. ამასთან ზოგ შემთხვევაში გახასიათებთ ეგოიზმი. მუდმივად ისწრაფვით რთული და თითქმის შეუსრულებელი მიზნებისკენ და მზად ხართ მის მისაღწევად ყველაფერი გააკეთოთ. თუმცა აქვე გეტყვით, რომ სხვა ადამიანების მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება გიჭირთ.
იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ ქალის ხელი არის მეოთხე
ეს მიანიშნებს, რომ ხშირად ცდილობთ მნიშვნელოვანი საკითხები ბოლო მომენტისთვის გადადოთ და ისინი რაც შეიძლება მცირე დროში და მცირე გარჯის ფასად გააკეთოთ. ხშირად საკუთარ ვალდებულებების სხვებზე გადატანაც ცდილობთ, რაც საკმაოდ კარგად გამოგდით. მუდმივად, ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი წარმატებით ახერხებთ სიმშვიდის შენარჩუნებას.
იმ შემთხვევაში თუ თვლით, რომ ქალის ხელი არის მეხუთე
თქვენი არჩევანი მიანიშნებს, რომ ყველა საკითხს დიდი დაკვირვებით უდგებით. ცდილობთ ზუსტად განსაზღვროთ თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ქმედებას. გაქვთ დიდი ფანტაზიის უნარი და გაქვთ უამრავი იდეა, რომელთა განხორციელებსაც მთელი ძალისხმევით ცდილობთ.
Discussion about this post