ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვიყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. მაგრამ ჩვენ ყოველთვის არ ვდგავთ სწორ ნაბიჯებს. ამიტომ, ზოგჯერ ვიწყებთ საკუთარი თავის მოტყუებას და ნიღბების გაკეთებას. თანდათანობით, ეს ნიღბები ჩვენთან ერთად იზრდება..
მოდით ვნახოთ რას მალავთ თქვენი ნიღბის ქვეშ? მოდით აირჩიეთ მათგან ერთ-ერთი და გავარკვიოთ რა არის შენი ფარული სურვილები და როგორი ადამიანი ხარ სინამდვილეში.
აირჩიეთ ექვსი ნიღბიდან ერთ-ერთი:
- თუ თქვენ პირველი ნიღაბი აირჩიეთ
თქვენ მუდმივად გჭირდებათ გარშემომყოფების მხარდაჭერა. თქვენი ბიზნესის ან თქვენი მიმდინარე საქმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერი იქნება თქვენი მხარდაჭერა. თქვენ უბრალოდ ის ხალხი გჭირდებათ, ვინც მხარს დაგიჭერთ და საჭიროების შემთხვევაში, რჩევას მოგცემთ. მაგრამ მხოლოდ ისინი, ვინც ნამდვილად ზრუნავენ თქვენზე.
თქვენ არ გჭირდებათ ყველასგან რჩევის თხოვნა. იყავით საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული. თუ რამის თქმა გინდათ, უბრალოდ თქვით. არავინ გაგასამართლებს.
ირწმუნეთ საკუთარი თავის და საკუთრი შესაძლებლობების. თქვენ ყველაფერი გამოგივათ.
- თუ თქვენ მეორე ნიღაბი აირჩიეთ
სიმშვიდე და ჰარმონია არის ის, რაც კომფორტული ცხოვრებისთვის გჭირდებათ. ნებისმიერ კონფლიქტურ სიტუაციაში თქვენ ცდილობთ იპოვოთ კომპრომისი და შემოიფარგლოთ მხოლოდ სასიამოვნო ხალხით.
თუ გრძნობთ, რომ საკუთარ თავში ჰარმონიას კარგავთ, მაშინვე გამოსწორეთ სიტუაცია. მაგალითად, თუ საყვარელ ადამიანთან იკამათეთ, მაშინ შეეცადეთ, რაც შეიძლება მალე მშვიდობა დაამყაროთ. იმიტომ კი არა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობთ, არამედ იმიტომ, რომ თქვენს ცხოვრებაში ჰარმონია გჭირდებათ.
- თუ თქვენ მესამე ნიღაბი აირჩიეთ
ცხოვრების მთავარი პრიორიტეტებია ცოდნა, სიყვარული და სიბრძნე. სრული პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ნებისმიერ საქმეს და მთელი სული ჩადეთ მასში. თუ უკვე დასახული გაქვთ მიზანი, მაშინ დაბრკოლებები ვერ შეგაჩერებთ.
ჩვეულებრივ, ამ ადამიანებს აქვთ ყველაფერი ისე, როგორც მათ სურთ. მათ არ სჭირდებათ დამტკიცება, არ სჭირდებათ საკუთარი ვინაობის დამალვა. ისინი უბრალოდ ცხოვრებით ტკბებიან და თავდაჯერებულად მიდიან თავიანთი მიზნებისკენ. და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ძალისხმევა უნდა დახარჯონ თავიანთი მიზნების მისაღწევად.
- თუ თქვენ მეოთხე ნიღაბი აირჩიეთ
თქვენი არჩევანი მიანიშნებს, რომ თქვენ ძალიან გჭირდებათ თქვენი იდეებისა და განზრახვების განხორციელება. აუცილებელია გაუზიაროთ თქვენი აზრები მათ, ვინც მხარს გიჭერთ. თქვენ არ მოქმედებთ დაუფიქრებლად და სპონტანურად, თუ დამოუკიდებლად ვერ წყვეტთ ხშირად ითხოვთ რჩევას, სანამ იმოქმედებთ და ეს ძალიან კარგია.
- თუ თქვენ მეხუთე ნიღაბი აირჩიეთ
თქვენ ხართ უდიდესი შემოქმედების უნარის მქონე ადამიანი. მთავარია იპოვოთ თქვენი ინსპირაციის წყარო. ეს არ არის უბრალოდ შემოქმედება, ეს ჰობი შეიძლება იქცეს თქვენთვის კარგი შემოსავალის წყაროდ.
თქვენ მიაღწევთ უზარმაზარ შედეგების, თუ თქვენი სამუშაოთი მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებთ.
- თუ თქვენ მეექვსე ნიღაბი აირჩიეთ
ამ ნიღბის არჩევანი ამბობს, რომ თქვენი ყველაზე დიდი სურვილია შექმნათ უსაფრთხო მომავალი თქვენი ოჯახის ყველა წევრისთვის. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გაიძულებთ ზედმეტად იმუშაოთ და იზრუნოთ სხვებზე.
თქვენ ხშირად ივიწყებთ თქვენს სურვილებს. ოჯახი პირველ ადგილზეა თქვენთვის. თქვენ უნდა ისწავლოთ მეტი დასვენება და მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს.
Discussion about this post