თქვენ აღმოჩნდით ცარიელ ოთახში, სადაც არის წერილი, რომელშიც წერია, რომ ამ ოთახში გადაწყდება იცოცხლებთ თუ არა. ოთახში არის ერთადერთი კარი, რომელიც დახურულია. რას მოიქმედებთ?
- ეცდებით, რომ კარები გატეხოთ და გაიქცეთ
ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ძალიან შეუპავარი და საიმედო ადამიანი ხართ. თქვენ ხართ თქვენ თავში დარწმუნებული და უშიშარი. მაგრამ ამასთან საკმაოდ იმპულსური და გადაწყვეტილებებს სწრაფად, ხშირ შემთხვევაში დაუფიქრებლად იღებთ. ხშირად ჯერ მოქმედებთ და შემდეგ ფიქრობთ თუ რატომ მოიქეცით ასე.
თუ თქვენ, რომ წარმატებით მიაღწიოთ თქვენს დასახულ მიზნებს აუცილებლად შეინარჩუნეთ ის თვითდაჯერებულება რომელიც გაქვთ, მოუსმინეთ საკუთარ გულისთქმასაც, მაგრამ ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ზოგჯერ აუცილებელად დაფიქრდეთ საკუთარ ქმედებებზე და გადაწყვეტილებები უფრო დაკვირვებით მიიღოთ.
- იმ შემთხვევაში თუ ცდილობთ გაიგოთ რა ხდება კარის მიღმა
ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ხართ ძალიან დაკვირვებული ადამიანი და მუდმივად ცდილობთ არ დაუშვათ შეცდომა. ცდილობთ წინასწარ განჭვრიტოთ თუ რა შეიძლება მოჰყვეს თქვენს ნებისმიერ ქმედებას. თქვენ იშვიათად უშვებს შეცდომებს, რადგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მხოლოდ დიდი დაკვირვების შემდეგ იღებთ.
თუმცა აქვე გეტყვით, რომ თქვენში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ზოგ შემთხვევაში საჭირო გადაწყვეტილების მიღებამდე ყოყმანობთ და ფიქრობთ საჭიროზე მეტს. მაგრამ აქვე აუცილებელია გაითავისოთ, რომ ხშირად არის სიტუაციები, როდესაც შეუძლებელია წინასწარ განსაზღვროთ მოსალოდნელი შედეგები, სიტუაციები სადაც უბრალოდ ყოყმანის გარეშე უნდა იმოქმედოთ.
- იმ შემთხვევაში თუ თქვენ კარზე აკაკუნებთ
ეს მიანიშნებს, რო, თქვენ საკმაოდ პრაქტიკული და უვნებელი ადამიანი ხართ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მარტივად იღებს და ეგუება მოცემულობას, რომელიც მის გარშემოა. ამასთან, თქვენ საკმაოდ სწორად უდგებით კონკრეტულ პრობლემებს და მუდმივად ცდილობთ მოძებნოთ უმარტივესი გამოსავალი ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი.
რა თქმა უნდა, ზოგ შემთხვევაში უკეთესი იქნებოდა მეტად იმპულსური ყოფოლიყავით. ეცადეთ გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან, რომელშიც იმყოფებით და გაანალიზეთ, რომ თქვენ გაქვთ იმაზე მეტი პოტენციალი ვიდრე წარმოგიდგენიათ.
- იწყებთ ყვირილს და სკანდალის ატეხვას
ეს მიანიშნებს, რომ თქვენ ნამდვილი დრამების დედოფალი ხართ. ამასთან გამოირჩევით სენსიტიურობით და მუდმივად ცდილობთ დაეხმაროთ ყველას ვისაც ეს სჭირდება. ვერ იტანთ იმედგაცრუებას და თუ რამე ისე არ არის, როგორც თქვენ გინდათ შესაძლებელია ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალოთ. მუდმივად ცდილობთ აკონტროლოთ ნებისმიერი სიტუაცია. გირჩევდით, რომ ჩაიხედოთ საკუთარ თავში და ეცადოთ გამოიმუშავოთ მოთმინების უნარი, რომელიც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ სხვადასხვა სიტუაციებში.
Discussion about this post