თქვენს წინაშე ხუთი ვარდია, ჩაიფიქრეთ სურვილი და აირჩიეთ ერთ-ერთი მათგანი. შეიძლება ეს იყოს შემთხვევითი არჩევანი, ან უბრალოდ ვარდი, რომელიც მოგწონთ.
თითოეული ვარდი გახასიათებთ თქვენ და გეუბნებათ როდის შესრულდება თქვენი სურვილი. ნუ დააყოვნებთ არჩევანის გაკეთებამდე, ენდეთ თქვენს ინტუიციას.
- თუ თქვენ ვარდი ნომერი 1 აირჩიეთ
თქვენი არჩევანი მიანიშნებს, რომ თქვენ ემოციური ადამიანი ხართ. თქვენი არჩეული ვარდი სინაზის სიმბოლოა. თქვენ ემოციურად დაუცველი ხართ. ადვილად ბრაზდებით და მარტივად გწყინთ, ძალიან არ გიყვართ თქვენი საიდუმლოებების გამჟღავნება. თქვენთვის მნიშვნელოვანია ენდოთ ადამიანს. ნებისმიერ ურთიერთობაში თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, ენდობით თუ არა მას, ვინც თქვენს გვერდით არის. თქვენი სურვილი გაცილებით ადრე შესრულდება, ვიდრე მოელით. უბრალოდ აუციელებელია გამოიჩინოთ მეტი მონდომება და ძალისხმევა.
- თუ თქვენ ვარდი ნომერი 2 აირჩიეთ
მეორე ვარდი, ისევე როგორც მისი ფერი, სიყვარულს განასახიერებს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. ადამიანები, რომლებიც ამ ვარდს ირჩევენ, მზად არიან ყველაფერი გაიღონ თავიანთი ბედნიერებისთვის. თქვენ არაფერს აკეთებენ შემთხვევით, ყველაფერს აკეთებენ თქვენი მიზნის მისაღწევად. ამ შემთხვევაში მიზანი არის სურვილის ასრულება. თქვენი სურვილები ასრულდება, უბრალოდ ოდნავ განსხვავებულად ვიდრე თქვენ მოელით, ირწმუნეთ საკუთარი თავის..
- თუ თქვენ ვარდი ნომერი 3 აირჩიეთ
თქვენ ხართ ძალიან მხიარული და თავისუფალი. თქვენი ქცევა პეპლების ქცევას ჰგავს გაზაფხულზე, ყველა პრობლემიდან გამოსავალს პოულობთ. არ გიყვართ სირთულეები და თქვენთვის არ არსებობს გადაუჭრელი მდგომარეობა. თქვენი აზრები ძალიან ნათელი და ოპტიმისტურია; თქვენ ხედავთ დადებით მხარეებს ყველაფერში. სასიამოვნო ადამიანი ხართ გარშემომყოფების მიმართ. და, რა თქმა უნდა, თქვენი სურვილი ასრულდება, მაგრამ ცოტა მოლოდინი მოგიწევთ. გამოიჩინეთ მეტი ნებისყოფა.
- თუ თქვენ ვარდი ნომერი 4 აირჩიეთ
თქვენ არ ხართ ჩვეულებრივი ადამიანი. თქვენ სამყაროს სხვაგვარად ხედავთ. თქვენ გაქვთ გარკვეული შესაძლებლობები, რომელთა განვითარებაც გჭირდებათ. ხედავთ ისეთ რამეებს, რასაც სხვები უბრალოდ ვერ ამჩნევენ, ხშირად აოცებთ ხალხს. ბრძენი და სერიოზული ადამიანი ხართ. ამ ცხოვრებაში ბევრი რამ არის თქვენს ხელში, თქვენი სურვილი დამოკიდებულია თქვენს მოქმედებებზე და თქვენს ემოციურ განწყობაზე. შესრულდება თუ არა თქვენი სურვილი თქვენზეა დამოკიდებული.
- თუ თქვენ ვარდი ნომერი 5 აირჩიეთ
გელოდებათ ცვლილებები და პროგრესი თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტში. ყველაფერი, რაც აქამდე უმოძრაოდ იყო, ახლა იცვლება. იწყება ყველაზე საინტერესო ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. თქვენ ბევრი რამ მიიღეთ ცხოვრებისგან, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გჭირდებათ და მეტის მოლოდინი გაქვთ. თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების მმართველი. სავარაუდოა, რომ თქვენი სურვილი შეუსაბამო იქნება სამომავლო ცვლილებების გათვალისწინებით. გირჩევთ სხვა რამეზე იფიქროთ.
Discussion about this post