ყურადღები დააკვირდით ფოტოს, რომელზეც გამოსახულია სამი ანგელოზი. შეარჩიეთ მათგან ის, რომელიც ყველაზე პირველი მიიპყრობს თქვენს ყურადღებას და გაიგეთ, თუ რა შეტყობინებ გაქვთ მისგან.
იმ შემთხვევაში თუ პირველი ანგელოზი აირჩიეთ
ალბათ დედამიწაზე ყველა ადამიანს სურს, რომ შეიყვაროს და უყვარდეთ. თუმცა არც ისე მარტივია იპოვოთ ადამიანი, რომელიც შეგიყვარდებათ მთელი გულით და მზად იქნებით მისთვის ყველაფერი გააკეთოთ. თქვენს შემთხვევაში ეს ადამიანი თქვენთან ძალიან ახლოსაა, შეიძლება უახლოეს სანაცნობოშიც კი, უბრალოდ ყურადღება მოიკრიბეთ და ეცადეთ შეამჩნიოთ ის და სრულიად სხვა თვალით შეხედოთ. ის თქვენ გელოდებათ და თქვენგან პირველი ნაბიჯის გადადგმას ელის.
იმ შემთხვევაში თუ მეორე ანგელოზი აირჩიეთ
თქვენი არჩევანი მიანიშნებს, რომ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების დროა. ეცადეთ თავიდან მოიშოროთ ძველი კავშირები, რომლებშიც ეჭვი გეპარებათ, ასევე ძველი ურთიერთობები და ძველი საგნებიც კი. დარწმუნებული იაყვით, რომ ამ ყველაფერს ჩაანაცვლებს სრულიად მოულოდნელი სიახლეები, რომლებიც დიდ ბედნიერებას მოგიტანთ. უახლოს პერიოდში მომხდარი ცვლილებები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენს სამომავლო ცხოვრებას. თქვენთვის ხელსაყრელი დროა და მხოლოდ ის დაგრჩენიათ, რომ იმოქმედოთ.
იმ შემთხვევაში თუ მესამე ანგელოზი აირჩიეთ
თქვენი არჩევანი მიანიშნებს, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ ემოციური ხართ. ისეთ სიტუაციებშიც კი, როდესაც საჭიროა გრძნობები მაქსიმალურად მოთოკოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გარდა აისა ხართ გულჩათხრობილი და ნაკლებად უმხელთ თქვენს უახლოეს ადამიანებს თქვენი რეალური წუხილების შესახებ. ეცადეთ, რომ შეისვენოთ, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს და დროებით მოერიდოთ ყოველდღიურ პრობლემებს. მაქსიმალურად ეცადეთ თქვენი გონება და სხეული დაასვენოთ, რათა აღიდგინოთ ძალები და მთელი ძალისხმევით შეეჭიდოთ ახალ გამოწვევებს.
ეცადეთ მოიპოვოთ შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია. ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან და თქვენი ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.
Discussion about this post